×

We use cookies to help make LingQ better. By visiting the site, you agree to our cookie policy.

image

ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები, 4- ანტონ ჩეხოვი - სტუდენტი

4- ანტონ ჩეხოვი - სტუდენტი

თავიდან კარგი, წყნარი ამინდი იყო.

შაშვები ჭახჭახებდნენ და სადღაც ახლოს, ჭანჭრობში რაღაც ცოცხალი შესაბრალისად ზუზუნებდა - თითქოს ცარიელ ბოთლში სულს უბერავდა.

ტყისქათამამ გადაიფრინა და გაზაფხულის ჰაერში გასროლა მჭექარედ და მხიარულად გაისმა.

მაგრამ როცა ტყეში ბინდი ჩამოწვა, აღმოსავლეთიდან ცივმა გამყინავმა ქარმა დაუბერა, ყველაფერი დადუმდა.

გუბეები ყინულის ნემსებმა დაფარეს და ტყე უკაცრიელი გახდა.

ზამთრის სუნი დატრიალდა.

სასულიერი აკადემიის სტუდენტი, მედავითნეს ვაჟი, ივან ველიკოპოლსკი დავის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, სალეკი მდელოს ბილიკს მიუყვებოდა, თითები გაეთოშა და ქარისგან სახე უხურდა.

მას მოეჩვენა რომ ამ უეცარმა აციებამ წესრიგი და თანხმობა დაარღვია ყველაფერში; რომ თავად ბუნებაც შიშმა მოიცვა და ამის გამო უფრო ჩამობნელდა.

ირგვლივ ყველაფერი უდაბური იყო რაღაც განსაკუთრებულად მოღუშული.

მხოლოდ ქვრივების ბოსტნებთან, მდინარის პირას გიზგიზებდა ცეცხლი, ხოლო უფრო შორს და იქ, სადაც სოფელი იყო, ოთხი ვერსის იქით, ყველაფერი ცივი საღამოს წყვდიადში ჩაფლულიყო.

სტუდენტს გაახსენდა, რომ შინიდან გამოსვლისას, დედა წინკარში იჯდა იატაკზე, ფეხშიშველი, სამოვარს წმენდდა, ხოლო მამა ღუმელზე იწვა და ახველებდა.

და ახლა, სიცივისაგან აკანკალებული ფიქრობდა, რომ ზუსტად ასეთივე ქარი უბერავდა რიურიკის დროსაც, იოანე მრისხანეს დროსაც, პეტრე დიდის დროსაც; რომ მაშინ ასეთივე სასტიკი სიღარიბე და შიმშილი იყო; ასეთივე გახვრეტილი ჩალის სახურავები, უმეცრება, მოწყენილობა, ასეთივე უდაბნო ირგვლივ, წყვდიადი, სიმძიმის გრძნობა - ყველა ეს საშინელება იყო, არის და კვლავ იქნება და იმის გამო, რომ კიდევ ათასი წელიწადი გაივლის, ცხოვრება უკეთესი არ გახდება და მას არ უნდოდა შინ დაბრუნება.

ბოსტნებს ქვრივების იმიტომ ერქვათ, რომ მათ ორი ქვრივი, დედა და ქალიშვილი უვლიდა.

კოცონი მცხუნვარედ, ტკაცუნით იწვოდა და ირგვლივ მოხნულ მიწას ანათებდა.

ქვრივი ვასილისა, მაღალი, ჩათქვირული დედაბერი იქვე იდგა დაცეცხლს ჩაფიქრებული დასქეროდა; მომცრო ტანის, სახენაყვავილარი, სულელური გამომეტყველებით, ქალიშვილი ლუკერია მიწაზე იჯდა და ქვაბს და კოვზებს რეცხავდა.

ალბათ ცოტა ხნის წინ ივახშმეს.

შორიახლოდან კაცების ხმები ისმოდა - იქაური მოჯამაგირეები მდინარეზე ცხენებს არწყულებდნენ.

− აი, ზამთარიც ისევ დაბრუნდა, - თქვა სუდენტმა კოცონთან მიახლოებისას.

- გამარჯობა!

− ვასილისა შეკრთა, მაგრამ მაშინვე იცნო სტუდენტი და ალერსიანად გაღიმა:

− ვერ გიცანი, ღმერთმანი,- თქვა მან.

- გამდიდრდები.

ისაუბრეს.

ვასილისა ბატონებთან ძიძად ნამსახურები ქალი იყო.

დელიკატურად საუბრობდა და სახიდან არ შორდებოდა რბილი, დარბაისლური ღიმილი; ხოლო მისი ქალიშვილი ლუკერია, ქმრის მიერ დაჩაგრული დედაკაცი, თვალებმოჭუტული შესქეროდა სტუდენტს, დუმდა და გამომეტყველება ყრუ-მუნჯივით ჰქონდა.

− ზუსტად ასეთსავე ცივ ღამეში თბებოდა კოცონთან პეტრე მოციქული, - თქვა სტუდენტრმა და ხელები კოცონს მიაფიცხა, - მაშასადამე, მაშინაც ციოდა.

ო, რა საშინელი ღამე იყო, დიდედა!

უსასრულოდ გრძელი ღამე!

მან ირგვლივ მიმოიხედა, სწრაფად აიქნია თავი და დედაბერს ჰკითხა:

− ხომ დაესწარი სახარების კითხვას?

− ჰო, - უპასუხა ვასილისამ.

− ალბათ გახსნოვს, საიდუმლო სერობის დროს პეტრემ იესოს უთხრა: “უფალო, მე შენთანა მზად ვარ საპყრობილედ და სიკვდილად მისვლად”.

რაზეც უფალმა მიუგო: “ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამაღამ, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე”.

სერობის შემდეგ იესო საშინლად იტანჯებოდა ბაღში და ლოცულობდა, ხოლო საბრალო პეტრე მოიქანცა, ქუთუთოები დაუმძიმდა, ვერაფრით ვერ მოერია ძილს.

ეძინა.

შემდეგ, გაგონილი გექნება, იუდა იმ ღამესვე ეამბორა იესოს და მტანჯველებს მისცა.

იესო ხელებშეკრული მიჰყავდათ მღვდელთმთავართან და სცემდნენ, ხოლო პეტრე, ღონემიხდილი, ნაღველითა და განგაშით გატანჯული, გესმის, გამოუძინებელი, გრძნობდა, რომ საცაა დედამიწაზე რაღაც შემაძრწუნებელი მოხდებოდა…

პეტრეს თავდავიწყებით, უგონოდ უყვარდა იესო და ახლა შორიდან ხედავდა, როგორ გვემდნენ მას…

ლუკერიამ კოვზებს თავი მიანება და უმოძრაო მზერა მიაპყრო სტუდენტს.

− იესო მღვდელმთავართან მიიყვანეს, - აგრძელებდა სტუდენტი, - დაკითხვა დაიწყეს, ხოლო მსახურებმა ცეცხლი დაანთეს.

იმიტომ რომ ციოდა და თბებოდნენ, მათთან ერთად იდგა პეტრე და ისიც თბებოდა.

ერთმა ქალმა პეტრე შენიშნა და თქვა: “ესეც იმასთან იყო”.

ანუ, ესეც უნდა წავიყვანოთ დაკითხვაზეო.

და მსახურებმა, კოცონთან რომ თბებოდნენ, ალბათ ეჭვით და ქუშად შეხედეს პეტრეს, რადგან შემცბარმა პეტრემ თქვა: “არ ვიცნობ მას”.

ცოტა ხნის შემდეგ ვიღაცამ კვლავ შეიცნო მასში იესოს ერთი მოწაფეთაგანი: “შენც იმათგანი ხარ” - პეტრემ კვლავ უარყო.

მესამედაც ვიღაცამ მიმართა: “განა მასთან ერთად არ იყავი ბაღში?” პეტრემ მესამედაც უარყო და მყისვე იყივლა მამალმა.

პეტრემ შორიდამ შეხედა იესოს, გაახსენდა სერობაზე ნათქვამი სიტყვები…

გაახსენდა, გამოფხიზლდა, ეზოდან გავიდა და მწარედ, მწარედ ატირდა.

სახარებაში წერია: “და განვიდა გარე და ჰსტიროდა მწარედ” წარმომიდგენია: ჩუმი, ჩუმი, ბნელზე ბნელი ბაღი და სიჩუმეში ოდნავ მოისმის ყრუ ქვითინი.

სტუდენტმა ამოიოხრა და ჩაფიქრდა.

ღიმილდაფენილმა ვასილისამ უცებ ამოისლუკუნა და მსხვილი ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდა, სახეზე ხელები აიფარა - თითქოს საკუთარი ცრემლების რცხვენოდა, ხოლო ლუკერია მზერას არ აშორებდა სტუდენტს, წამოწითლდა და ძლიერი ტკივილის მომთმენი ადამიანივით მძიმე, დაძაბული გამომეტყველება გაუხდა.

მოჯამაგირეები მდინარიდან ბრუნდებოდნენ.

სტუდენტმა ქვრივებს მშვიდობის ღამე უსურვა და გზა განაგრძო.

ისევ წყვდიადში მიაბიჯებდა, ისევ გაეთოშა ხელები.

სასტიკი ქარი უბერავდა და სულაც არ ჰგავდა, რომ მასზეგ აღდგომაა.

სტუდენტი ახლა ვასილისაზე ფიქრობდა: რაგან იგი ატირდა, მაშასადამე, ყოველივე იმას, რაც პეტრეს შეემთხვა, რაღაც კავშირი აქვს ქალთან…

უკან მიიხედა, კოცონი მშვიდად ანათებდა სიბნელეში და მის ირგვლივ აღარ ჩანდნენ ადამიანები.

სტუდენტმა ისევ გაიფიქრა, რომ რაკი ვასილისა ატირდა, ხოლო ლუკერია შეცბა, ალბათ იმას, რაზეც ახლა იამბო და რაც ცხრამეტი საუკუნის წინათ მოხდა, კავშირი აქვს სინამდვილესთან: ორივე ქალთან და შესაძლოა, ამ უდაბურ სოფელთაგან, თავად მასთან, ყველა ადამიანთან.

დედაბერი იმიტომ კი არ ატირდა, რომ სტუდენტმა გულის ამაჩუყებელი თხრობა იცის, არამედ იმიტომ, რომ პეტრე ახლობელია ქალისათვის, რომ ქალს მთელი არსებით აინტერესებს, თუ რა ხდებოდა მაშინ პეტრეს სულში.

და სტუდენტმა უეცარი სიხარული იგრძნო, წამით შედგა კიდეც, რათა სული მოეთქვა.

“წარსული, - ფიქრობდა იგი, - სინამდვილესთან დაკავშირებულია მოვლენების უწყვეტი ჯაჭვით”.

და მოეჩვენა, რომ ეს ესაა ჯაჭვის ორივე ბოლო დაინახა: ერთი ბოლოს შეეხო და მეორეც შეირხა.

ხოლო როცა ბორანით გადადიოდა მდინარეზე და მერმე, გორაკზე ასვლისას თავის მშობლიურ სოფელს და დასავლეთს გასქეროდა, სადაც ვიწრო ზოლად ციმციმებდა ცივი, ალისფერი აისი, იმაზე ფიქრობდა, რომ სიმართლე და სილამაზე, რომელიც მართავდა ადამიანების ცხოვრებას იქ.

ბაღში და მღვდელმთავრის ეზოში, უწყვეტად გრძელდებოდა დღემდე და ალბათ, ყოველთვის შეადგენდა მთავარს ადამიანების ცხოვრებაში და საერთოდ დედამიწაზე; და ახალგაზრდობის ძალმოსილების, - იგი მხოლოდ ოცდაორი წლის იყო, - ბედნიერების გამოუთქმელად ტკბილი მოლოდინი, განუცდელი, იდუმალი ბედნიერებისა, თანდათან ეუფლებოდა და სიცოცხლე აღმაფრთოვანებელი, მშვენიერი და მაღალი აზრით სავსე ეჩვენებოდა.

მთარგმნელი: ქეთი ნიჟარაძე

4- ანტონ ჩეხოვი - სტუდენტი 4- Anton Chekhov - student