ლუდის რიტუალები „ნატახტრისგან“
გამარჯობა, მე ვარ ვატო და დღეს ვილაპარაკებთ ლუდის დასხმის რიტუალების შესახებ
ის, რომ ზაფხულში ცივი ლუდი კარგი და გემრიელია, ყველამ ვიცით,
მაგრამ იმისათვის, რომ „ნატახტრის“ ახალი, ხავერდოვანი გემო უფრო კარგად გავიგოთ
ამისთვის საჭიროა, რომ მისი დასხმის პროცესიც შესაბამისად სწორი იყოს
ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩამოსასხმელი ლუდის კათხაში სწორად დასხმას
ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა; ან წინასწარ კარგად გაცივებული, ჩვენთვის კომფორტული კათხა
ამ თუ ასეთი კათხა არ გვაქვს, შეგვიძლია დასხმამდე ის უბრალოდ წყალზე კარგად გამოვავლოთ
პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, რომ სისტემა ჩარჩენილი ლუდისგან გამოვათავისუფლოთ
და პირველადი დასხმული ლუდი აუცილებლად კათხიდან უნდა გადავაქციოთ
გაითვალისწინეთ ის, რომ თუ დასხმას დაიწყებთ ზუსტად იმ წერტილიდან,
სადაც „ნატახტრის“ ლოგო არის კათხაზე გამოსახული, დასხმის პროცესი უფრო მარტივი გახდება.
დავუმიზნოთ სითხე „ნატახტრის“ ლოგოს, ჭიქა დავხაროთ 45-გრადუსიანი კუთხით და ნელ-ნელა
სითხის შევსებასთან ერთად, ჭიქაც გავასწოროთ. როდესაც სითხე ჭიქის ყელს მიაღწევს,
ამ დროისთვის ჭიქა უკვე ბოლომდე გასწორებული უნდა ეს. ცოტა ხანი ლუდი გავაჩეროთ, რომ ისუნთქოს.
გაითვალისწინეთ, რომ დასხმის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოსასხმელი ონკანის ტუჩი არ შეეხოს სითხეს,
რადგან ის მას ზედმეტ რკინის არომატს მისცემს, რაც არავისთვის სასიამოვნო არ არის,
კათხაში ქაფი რეკომენდებულია, რომ არ აღემატებოდეს ორი თითის ზომას.