×

Utilizziamo i cookies per contribuire a migliorare LingQ. Visitando il sito, acconsenti alla nostra politica dei cookie.

image

ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა, 3- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

3- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

თავი მესამე

– ახალი, მეტად სასიამოვნო ნაცნობობა –

როცა კაშტანკას გაეღვიძა, უკვე გათენებულიყო და ქუჩიდან ხმაური შემოდიოდა.

ასე მხოლოდ დღისით ხმაურობს ქუჩა, ოთახში არავინ იყო.

კაშტანკა გაიზმორა, დაამთქნარა, გაბრაზებულმა და აღრენილმა ოთახში გაიარგამოიარა.

ავეჯი და კუთხე-კუნჭულები დაყნოსა.

წინკარში შეიხედა და საინტერესოს ვერას წააწყდა.

იმ კარის გარდა, წინკარში რომ გადიოდა, კიდევ ერთი კარი იყო.

კაშტანკამ ორივე თათით მოფხოჭნა ის კარი, გააღო და მეორე ოთახში გავიდა: საწოლზე ფლანელის საბანში გახვეულ მუშტარს ეძინა, კაშტანკამ გუშინდელი უცნობი შეიცნო.

− ღრრრ, - დაიღრინა, მაგრამ მაშინვე გუშინდელი სადილი გაახსენდა და კუდი ააქიცინა.

კაშტანკამ უცნობის ტანსაცმელი და ჩექმები დაყნოსა და დაასკვნა, რომ სამოსელს ცხენის სუნი ასდიოდა.

საძინებელი ოთახიდან კიდევ ერთი კარი გადიოდა სადღაც.

ისიც მოხურული იყო.

კაშტანკამ ეს კარიც მოფხოჭნა, მკერდით მიაწვა, გააღო და მაშინვე უჩვეულო, ძალზე საეჭვო სუნი ეცა.

იგრძნო, არასასიამოვნო შეხვედრა რომ მოელოდა.

ღრენითა და თვალის ცეცებით იმ ოთახში შევიდა, ჭუჭყიანი კედლები რომ ჰქონდა, მაგრამ დაფეთებულმა უკანვე დაიხია.

რაღაც მოულოდნელი და საზარელი დაინახა, მისკენ მოემართებოდა ნაცარა ბატი, თავი დაბლა დაეხარა და ფრთებგაფარჩხული სისინებდა.

კაშტანკასგან მოშორებით, პატარა ლეიბზე თეთრი კატა იწვა.

დაინახა თუ არა კაშტანკა, წამოხტა, აიფხორა, კუდი აპრიხა, ბალანი აებურძგნა და დაიქშუტუნა.

ხუმრობა იქით იყოს და ძაღლი მართლა შეკრთა, მაგრამ შიშის გამხელა არ ისურვა, ხმამაღლა აყეფდა და კატას ეცა...

კატა უფრო აიფხორა.

დაიქშუტუნა და კაშტანკას თავში თათი დაჰკრა.

კაშტანკა გვერდზე გახტა, დაცუცქდა, დრუნჩი კატისკენ გააღირა და ყეფა ატეხა: ამ დროს ბატი უკანიდან მიეპარა და ზურგში ჩაუნისკარტა.

კაშტანკა წამოვარდა და ახლა ბატს ეცა...

− რა ამბავია?

- მოისმა გაბრაზებული ხმა და ოთახში ხალათწამოსხმული უცნობი შემოვიდა, კბილებში სიგარა ჰქონდა გაჩრილი, - რა დღეში ხართ?

აბა, თქვენ-თქვენ ადგილებზე გასწით.

პატრონი კატასთან მივიდა, ზურგში წაჰკრა და უთხრა:

− ფიოდორ ტიმოფეიჩ, როგორ იქცევი?

ეს რა ომი გაგიმართავთ!

აი, შე ბებეო მუდრეგო!

დაწე!

მერე ბატს დაუყვირა:

− ივან ივანიჩ, შენი ადგილი მონახე!

კატა მორჩილად გაწვა თავის ლეიბზე და თვალები დახუჭა.

ულვაშებზე ეტყობოდა, თვითონაც უკმაყოფილო იყო, ასე უცებ რომ აპილპილდა და ჩხუბში ჩაება.

განაწყენებული კაშტანკა აწკმუტუნდა, ბატმა კისერი წაიგრძელა და გამალებით მოჰყვა ლაპარაკს ცხარედ, მკაფიოდ ლაპარაკობდა, თუმცა მაინც ძალზე გაუგებარი იყო მისი ნაუბარი.

− კარგი, კარგი!

- უთხრა პატრონმა და დაამთქნარა.

- სიამტკბილობით უნდა იცხოვროთ, - კაშტანკას მიეფერა და განაგრძო, - შენ კი, წითურო, ნუ გეშინია...

აქ არავინ გერჩის.

მოიცა, მოიცა, შენ რა დაგარქვათ?

უსახელოდ ხომ არ იქნები, ძმობილო.

უცნობი ჩაფიქრდა და დაუმატა:

− აი, რა...

შენ ძალუას დაგარქმევთ...

გეყურება?

ძალუას!

ახალმა პატრონმა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვა "ძალუა" და ოთახიდან გავიდა.

კაშტანკამ იქ მყოფნი გულდასმით შეათვალიერა.

კატა ლეიბზე უძრავად იჯდა და თავი ისე ეჭირა, ვითომ ეძინა.

ბატს კისერი წაეგრძელებინა, ერთ ადგილზე იტკეპნებოდა და ისევ სწრაფად და მგზნებარედ ლაპარაკობდა, ალბათ, მეტად ჭკვიანი ბატი იყო;

ყოველი გრძელი ტირადის შემდეგ გაოცებული უკან იხევდა და აშკარად ეტყობოდა, თავისსავე ნათქვამს აღტაცებაში მოჰყავდა...

კაშტანკამ მოუსმინა და პასუხად მიუგო: "ღრრრ..."

მერე კუთხე-კუნჭულები დაყნოსა.

ერთ-ერთ კუთხეში პატარა ვარცლს მიაგნო, სადაც დამბალი მუხუდო და ჭვავის პურის ქერქები აღმოჩნდა.

კაშტანკამ მუხუდოს გემო გაუსინჯა, არ ეგემრიელა, ახლა პურის ქერქს დასწვდა, მოეწონა და ჭამა განაგრძო.

ბატს სრულებითაც არ სწყენია, რომ უცნობი ძაღლი მის ულუფას შეექცეოდა, პირიქით, უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა, და ნდობა რომ გამოეხატა, თვითონაც პატარა ვარცლთან მივიდა და მუხუდოს რამდენიმე მარცვალი ამოკენკა.

3- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა 3- Anton Chekhov - Kashtanka