×

LingQをより快適にするためCookieを使用しています。サイトの訪問により同意したと見なされます cookie policy.

image

ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა, 2- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

2- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა

თავი მეორე

– იდუმალი უცნობი –

მაგრამ კაშტანკა არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ საწყალობლად ტიროდა.

როცა რბილმა, ფაფუკმა თოვლმა თავი და ზურგი დაუფიფქა, ქანცგაწყვეტილს ძილმა თავი წაართვა.

უცებ სადარბაზოს კარმა გაიჩხაკუნა, გაიწრიპინა და ფერდში გაჰკრა.

კაშტანკა ზეზე წამოვარდა.

კარიდან ვიღაც ისეთმა გამოალაჯა, მუშტრების ჯგუფს რომ ეკუთვნოდა, კაშტანკამ დაიწკმუტუნა და უცნობს ფეხებში გაებლანდა.

ამიტომ შეუძლებელი იყო, მას არ შეენიშნა ძაღლი.

უცნობი დაიხარა და ჰკითხა:

− ცუგრი, აქ საიდან გაჩნდი?

გეტკინა?

ოი, საბრალო, საბრალო...

კარგი, ნუ მიწყრები...

დამნაშავე ვარ.

კაშტანკამ უცნობს ფიფქდაფენილი წამწამებიდან ამოხედა და დაინახა, რომ მის წინ იდგა ტანდაბალი და მსუქანი, გაპარსული, ფუნჩულა პირისახის პატრონი კაცი, რომელსაც ცილინდრი ეხურა და მკერდზე ქურქი გაღეღოდა.

− რა გაწკმუტუნებს?

- განაგრძო უცნობმა, თან ზურგიდან თოვლი ჩამოუფერთხა.

- შენი პატრონი სადღაა?

ალბათ დაეკარგე, არა?

ეჰ, საბრალო ცუგო!

ახლა რა ვქნათ?

რაკიღა უცნობის საუბარში კეთილგანწყობა იგრძნო, კაშტანკამ ხელი აუ-

ლოკა და უფრო საწყალობლად აწკმუტუნდა.

− თურმე კარგი, სასაცილო ძაღლი ყოფილხარ!

უთხრა უცნობმა.

- ზედგამოჭრილი მელა ხარ!

რა ვქნა.

რა გიყო, მეტი რა გზა მაქვს.

წამოდი ჩემთან!

იქნება რამეში გამოგადგე...

აბა, წამო!

თანაც დაუწრუპუნა და ხელიც ისე დაუქნია, რაც უთუოდ ერთს ნიშნავდა: წამოდიო.

კაშტანკა გაჰყვა.

ნახევარი საათის შემდეგ იგი უკვე დიდი, ნათელი ოთახის იატაკზე იჯდა, თავი გვერდზე გადაეხარა და გრძნობამორეული, ცნობისწადილით აღსავსე მზერას არ აცილებდა უცნობს, მაგიდას რომ უჯდა და სადილობდა.

კაცი ჭამდა და ძაღლსაც უნაწილებდა...

ჯერ უცნობმა პურის და ყველის მწვანე ქერქი დაუგდო, მერე ხორცის ნაჭერი, ნახევარი ღვეზელი და ქათმის ძვლებიც დაუმატა.

დამშეულმა კაშტანკამ ყველაფერი ისე უცებ შესანსლა, რომ საჭმელს გემო ვერც გაუგო.

გააფთრებით ყლაპავდა მთელ-მთელ ლუკმებს.

რაც უფრო მეტს ჭამდა, მით უფრო აწუხებდა შიმშილი.

− ეტყობა, შენი პატრონი რიგიანად ვერ გაჭმევს, - ამბობდა უცნობი, - სული ძლივს გიდგას, ცარიელი ძვალი და ტყავი ხარ...

კაშტანკამ ბევრი ჭამა, მაგრამ ვერ გაძღა, საჭმელმა მხოლოდ თავბრუ დაახვია.

სადილის შემდეგ შუა ოთახში გაწვა, ტანი საამოდ მოეთენთა და კუდი ააქიცინა.

სანამ სავარძელში გაშხლართული ახალი პატრონი სიგარას ეწეოდა, კაშტანკა კუდს აქიცინებდა და ერთი კითხვა აწვალებდა: ვისთან ჯობდა - უცნობთან თუ დურგალთან?

უცნობის ოთახი ღარიბულად და ულაზათოდ გამოიყურებოდა; სავარძლების, ტახტის, ლამპისა და ნოხების გარდა სხვა არაფერი მოეპოვებოდა, ოთახიც ცარიელი ჩანდა.

დურგლის ოთახში კი ტევა არ იყო: მაგიდაც ჰქონდა, დაზგაც, ბურბუშელაც, შალაშინებიც, ხვეწებიც, ხერხებიც, თანაც გალიაში ჭივჭავი ჰყავდა.

ჰო, გობიც ჰქონდა...

უცნობის ბინაში არაფრის სუნი არ ტრიალებდა, დურგალთან კი ყოველთვის ბუღია და წებოს, ლაქისა და ბურბუშელას საუცხოო სურნელი დგას.

სამაგიეროდ უცნობს ერთი მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - საჭმელს არ იშურებს, თანაც კაცმა სიმართლე უნდა თქვას, როცა კაშტანკა მაგიდის წინ იჯდა და გულაჩვილებული ახალ პატრონს თვალებში შესციცინებდა, მისთვის არც წიხლი უთავაზებია და არც დაუცაცხანებია: დაიკარგე აქედანაო.

სიგარა რომ მოსწია, ახალი პატრონი ოთახიდან გავიდა და იმწამსვე შემობრუნდა, ხელში პატარა ლეიბი ეჭირა:

− ჰეი, ცუგო, აქ მო!

- დაუძახა და ლეიბი კუთხეში, ტახტთან მისდო, - აქ დაწე, დაიძინე!

შემდეგ ლამპა ჩააქრო და გავიდა.

კაშტანკა ლეიბზე გაწვა და თვალები დახუჭა; ქუჩიდან ყეფა მოისმა და მასაც მოუნდა გაპასუხება.

მაგრამ, ანაზდად სევდა შემოაწვა.

ლუკა ალექსანდრიჩი და მისი შვილი ფედიუშკა გაახსენდა, გაახსენდა დაზგის ქვეშ მისთვის მიჩენილი მყუდრო ადგილი...

ზამთრის გრძელი საღამოები, როცა დურგალი ფიცრებს აშალაშინებდა, ან გაზეთს კითხულობდა ხმამაღლა.

ფედიუშკა, ჩვეულებისამებრ, მასთან თამაშობდა....

უკანა თათებში ხელს ჩაავლებდა, დაზგის ქვემოდან გამოათრევდა და ისეთ ოინებს უწყობდა ხოლმე, რომ კაშტანკას თვალთ უბნელდებოდა და ყველა სახსარი სტეხდა.

ბიჭი აიძულებდა, უკანა თათებზე ევლო, ხან კი გეგონება ზარიაო, მაგრად მოქაჩავდა კუდზე, გამწარებულს აწკმუტუნებდა და აყეფებდა.

ხანაც ბურნუთს დააყნოსვინებდა...

განსაკუთრებით ერთი ოინი იყო მტანჯველი: ფედიუშკა კანაფზე ხორცის ნაჭრებს გამოაბამდა და კაშტანკას დაუგდებდა, მერე კი, როცა ძაღლი გადაყლაპავდა, ბიჭი სიცილ-ხარხარით უკანვე ამოაცლიდა ხორცის ნაჭერს.

რაც უფრო ცხადი იყო მოგონება, მით უფრო ხმამაღლა და ნაღვლიანად წკმუტუნებდა კაშტანკა.

მაგრამ მალე დაღლილობამ და სითბომ დაჯაბნა მოძალებული სევდა...

კაშტანკას ჩაეძინა.

ძაღლები ეზმანა; სხვათა შორის, დღეს ქუჩაში ნანახი ბანჯგვლიანი, თვალზე ლიბრგადაკრული ბებერი პუდელიც, რომელსაც ცხვირთან ბღუჯა-ბღუჯა ეკიდა ბალანი

ფედიუშკა სატეხით გამოუდგა პუდელს, მერე უცებ მასაც გამოესხა ბალანი, მხიარულად აყეფდა და კაშტანკას მხარში ამოუდგა.

კაშტანკამ და ფედიამ დანდობილად დაუყნოსეს ცხვირები ერთმანეთს და ქუჩაში გაიქცნენ...

2- ანტონ ჩეხოვი - კაშტანკა 2- Anton Chekhov - Kashtanka 2- Антон Чехов - Каштанка