×

Mes naudojame slapukus, kad padėtume pagerinti LingQ. Apsilankę avetainėje Jūs sutinkate su mūsų slapukų politika.

image

გამოცანები ჟაკ ფრესკოს მიერ, ჟაკ ფრესკოს გამოსვლა სტოკჰოლმში (2010 წელი) - YouTube

ჟაკ ფრესკოს გამოსვლა სტოკჰოლმში (2010 წელი) - YouTube

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ აქ მოსვლისა და

იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევით ჩვენი პროექტის პოპულარიზაციისთვის.

მე შევეხები ბევრ ისეთ საკითხს, რომელმაც შეიძლება თქვენი გააღიზიანება გამოიწვიოს,

მაგრამ გთხოვთ, იყოთ შემწყნარებლურები. მე არა ვარ თქვენი მტერი.

ვაპირებ ვისაუბრო თქვენს საზოგადოებასთან

დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება არაფერი იცოდეთ.

პირველი, რაც მინდა გითხრათ ისაა, რომ

ენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ შექმნილია ასეულობით წლის წინ.

ამიტომაც თითქმის შეუძლებელია საუბარი ერთმანეთთან

თუმცა ჩვენ ვფიქრობთ რომ ვესაუბრებით ერთმანეთს, მაგრამ

სინამდვილეში ვიყენებთ ენას, რომელიც სრულიად შეუფერებელია აზრების გადმოსაცემად.

რაც არ უნდა უთხრათ სხვა ადამიანს, აღქმული იქნება მის გონებაში

იმ შეხედულებების შესაბამისად, რომელიც პროგრამირებულია მისი სოციუმის მიერ.

ადამიანები ხშირად ვერ იგებენ თქვენს აზრს. საქმე ისაა,

შეგვიძლია თუ არა ჩვენ შევქმნათ ისეთი ენა, რომელიც არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას.

აი მაგალითი, უკეთ რომ გაიგოთ რაზე ვსაუბრობ

ზოგჯერ ჩვენ ვამბობთ "სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ"

რატომ არ ვამბობთ "სასიამოვნო ცხოვრებას გისურვებთ"? რატომ მხოლოდ უქმეები?

ჩვენი ენა მოძველდა.

მაგრამ არის კი შესაძლებელი ისეთი ენის შემუშავება, რომელიც არ იქნება დაქვემდებარებული ინტერპრეტაციებს?

თუკი ადამიანი კითხულობს ბიბლიას, მას შეუძლია

თქვას "იესო გულისხმობდა ამასა და ამას".

მეორე იტყვის "ო, არა. ის გულისხმობდა სულ სხვა რამეს"

მესამე ადამიანს კი შეუძლია თქვას "თქვენ ორივენი ცდებით, ის სინამდვილეში სულ სხვა რამეს გულისხმობდა."

ამიტომაც არსებობენ ლუთერანები, მეშვიდე დღის ადვენტისტები, კათოლიკეები...

სწორედ იმიტომ, რომ ეს ტექსტი ინტერპრეტაციების ობიექტია.

მაგრამ არსებობს ქიმიის, მათემატიკის, მეცნიერების, ინჟინერიის ენა,

რომელიც არაა დაქვემდებარებული ინტერპრეტაციებს.

როცა ქიმიკოსი ჩაწერს რაღაც ფორმულას,

არა აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში წაიკითხავენ მას, ის ყველგან ერთნაირად იქნება გაგებული.

იმის თქმა მინდა, რომ შესაძლებელია ისეთი ენის შემუშავება

რომელიც არ იქნება დაქვემდებარებული ინტერპრეტაციებს.

დღეს კი ჩვენ სინამდვილეში არ ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ყველა თავისას ამბობს

სწორედ ესაა მთავარი პრობლემა და სწორედ ამიტომ არსებობენ იურისტები.

ისინი სხვას არაფერს აკეთებენ გარდა იმისა, რომ იღებენ სიტყვებს და ისე ატრიალებენ მათ, როგორც უნდათ

მაგრამ ეს დაუშვებეილა!

თუკი თქვენს შორის არიან ისეთები, ვისაც უნდა შეეძლოს სწორი კომუნიკაცია

შეგიძლიათ წაიკითხოთ ისეთი წიგნები, როგორიცაა ალფრედ კორჟიბსკის "მეცნიერება და საღი აზრი"

ჰაიაკავას "ენა აზროვნებასა და მოქმედებაში"

სტიუარტ ჩეიზის "სიტყვათა ტირანია"

თქვენ ვერც აცნობიერებთ, რომ სიტყვებს, რომელთაც იყენებთ,

არ გააჩნიათ საკომუნიკაციო ღირებულება

მაგალითისთვის ავიღოთ დაწყებითი სკოლა

როდესაც მასწავლებელი ეუბნება ბავშვს, "ეს შეცდომაა"

ეს არაფერს ეუბნება მას. დაფიქრდით ამაზე.

"ეს შეცდომაა". რამეს გეუბნებათ ეს? განსაკუთრებულს არაფერს.

როდესაც მასწავლებელი ამბობს, "ეს არ არის ის, რაც გითხარი"

ესეც არაფერს ეუბნება ბავშვს.

ჩვენი ენის უმეტესი ნაწილი უშინაარსოა.

არსებობს კიდევ ერთი სულელური სიტყვა "სიყვარული"

ნუ გაბრაზდებით ჩემზე, მომისმინეთ.

ჩვენს უმრავლესობას არ მოსწონს ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია.

დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. ჩვენ ვუშვებთ ბევრ შეცდომას, ვიღებთ მცდარ გადაწყვეტილებებს.

ზოგჯერ თქვენ მოგწონთ საკუთარი თავი.

ხანდახან ნაკლებად, ხანდახან საერთოდ არა.

ამდენად, სიყვარული ცვალებადია.

მაშინაც კი როდესაც გიყვართ და ქორწინდებით,

აღმოაჩენთ, რომ ზოგჯერ ძალიან გიყვართ თქვენი პარტნიორი, ზოგჯერ ნაკლებად.

ზოგჯერ კი! "საერთოდ როგორ აღმოვჩნდი ამ გაუგებრობაში?"

სიყვარული არა ფიქსირებული, არამედ ცვალებადი რამაა.

სწორედ ამიტომ ზოგჯერ არ გვესმის რა ხდება.

ხშირად მამაკაცი დაპროგრამებულია სოციუმის მიერ იმგვარად,

რომ მოსწონს კონკრეტული კონფიგურაციის ქალები,

მაგრამ ქორწინდება სულ სხვა ტიპის ქალზე;

და გამუდმებით შესციცინებს სხვა ქალებს.

თქვენ ფიქრობთ "რა ჯანდაბა სჭირს ამ ბიჭს?"

არაფერიც არ სჭირს. ის უბრალოდ ასეა აღზრდილი..

არ არსებობს კარგი ან ცუდი ადამიანი,

არ არსებობს შემოქმედებითი ან ზარმაცი ადამიანი.

ეს ყველაფერი სისულელეა, რომელიც თქვენმა სოციუმმა ჩაგინერგათ.

მინდა ცოტა ამაზეც გესაუბროთ.

თუ თქვენ გაგზარდეს ამაზონიაში თავებზე მონადირეებს შორის,

თქვენც თავებზე მონადირე იქნებით,

და მე თუ გკითხავთ "არ გაწუხებს რომ მკერდზე 5 მოჭრილი თავი გაქვს დაკიდებული? "

თქვენ მიპასუხებთ, "მაწუხებს, რადგან ჩემს ძმას ასეთი ოცი აქვს."

და რას ნიშნავს ეს, ის გიჟია? არა. ეს ნორმალურია მისი კულტურისთვის.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ძველ რომში და ვთქვათ ხართ ქრისტიანი,

რომაელებს მრავალი ღმერთის არსებობის სჯერათ

და ამ დროს მოდიხართ თქვენ, ერთი ღმერთის რწმენით. თქვენ მათთვის არანორმალური ხართ

და ამის შედეგად ისინი გაგზავნიან არენაზე მშიერ ლომებთან ერთად.

ისინი მთელი კვირა აშიმშილებდნენ ლომებს, რათა სანახაობა ეფექტური გამოსულიყო,

მერე ქრისტიანებს ხდიდნენ ტანისამოსს

რათა ლომებს უფრო ადვილად დაეფლითათ ისინი.

მთელი ოჯახებით დადიოდნენ არენაზე შაბათ კვირას

რათა ენახათ როგორ ჭამენ ლომები ქრისტიანებს

და როცა ბავშვი ამბობდა, "მამა, შეიძლება მომდევნო კვირასაც მოვიდეთ,

რომ კიდევ ვნახო როგორ ჭამენ ლომები ქრისტიანებს,

მამა პასუხობდა, "მოვალთ თუ კარგად მოიქცევი."

მაშ, რას ფიქრობთ, იყო თუ არა ეს ხალხი არანორმალური? არა. ეს იყო ნორმა მათი კულტურისთვის.

ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ დავდივართ საპრიზო ბრძოლებზე

და ვუყურებთ, როგორ უბრაგუნებს ერთი კაცი თავში მეორეს.

ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ასე სულელური და შორია ცივილიზაციისგან.

ჩვენ ჯერაც არ ვართ ცივილიზებულები. სწორედ ამიტომაც გვაქვს ციხეები, პოლიცია, ომები

და ყველა პრობლემა, უსარგებლო ადამიანური ტანჯვები,

მხოლოდ იმის შედეგია, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არ ესმით

რომ მათი სკოლები განათლებას კი არ აძლევენ მათ,

არამედ ასწავლიან, თუ როგორ უნდა იქცნენ ჭანჭიკად რთულ მანქანაში.

ისინი ასწავლიან, თუ როგორ ვიქცეთ მჭედლებად, ინჟინრებად, არქიტექტორებად.

ეს არასწორი სფეროებია,

ისინი უნდა გასწავლიდნენ, როგორ იქცეთ უნივერსალებად,

როგორ უნდა ჩაწვდეთ ცივილიზაციის ისტორიას,

ამას არ ასწავლიან დღევანდელ უნივერსიტეტებში.

მომავალში მათ უბრალოდ დახურავენ

და ადამიანები იფიქრებენ იმაზე, როგორ გახდნენ უნივერსალები,

რათა გვესმოდეს რა აყალიბებს ადამიანის ქცევას,

გავიგოთ თუ როგორ ყალიბდება პიროვნება,

რა ამოძრავებს მას.

ყოველ ჩვენგანს გვარწმუნებდნენ, რომ არსებობენ

განსხვავებული შესაძლებლობის ადამიანები, რაც სიცრუეა.

გვარწმუნებდნენ, რომ იაპონელები ვერ აითვისებენ ტექნოლოგიებს,

რომ ჩინელებს არ შეუძლიათ უბრალო რამეების გაგება,

რომ პოლონელები არსებობენ მხოლოდ იმისთვის, რომ წმინდონ ჩვენი სახლის სარდაფები,

რომ წყეულმა იტალიელებმა, ამ მაკარონიკებმა, ჩამოიტანეს მაფია ჩვენს ქვეყანაში.

მთელი ეს ზიზღი გამოწვეული იყო იაფი სამუშაო ძალის გაჩენის გამო.

როცა პირველი ირლანდიელები ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში (ამერიკაში)

ისინი მუშაობდნენ ამერიკელებთან შედარებით ნახევარ ფასად იგივე პოზიციებზე.

"ამ წყეული ირლანდიელებისგან უნდა განვთავისუფლდეთ, ისინი ცუდები არიან."

მათ უბრალოდ აიღეს ჩვენი სამუშაო ადგილები, აი, რატომ ვბრაზობდით მათზე.

დიდი დეპრესიის დროს, როცა კომპანიები ამბობდნენ, გვჭირდება მუშა-ხელიო

ასობით ადამიანი მწკრივდებოდა რიგში სამუშაოს მისაღებად

და ნორმალური ამერიკელები (ნორმალურში მე ვგულისხმობ გამოშტერებულ ამერიკელებს)

ამბობდნენ "მოდი გავყაროთ ეს წყეული იტალიელები ამ რიგიდან."

"მოდი გავყაროთ ეს წყეული ფილიპინელები ამ რიგიდან"

ვინაიდან ისინი ჩვენს სამუშაოს ითვისებდნენ.

სწორედ ამიტომ მძლავრობდა რასისტული განწყობები

ეს კვებავდა რასიზმს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრათ ამის შესახებ:

თუკი ნორმალურ ამერიკელ, ან ბერძენ, ან ფრანგ ბავშვს

მოვათავსებთ ნაცისტურ გერმანიაში,

და ყველაფერი, რასაც ის ხედავს იქნება "ჰაილ ჰიტლერ, დოიჩლანდ უბერ ალეს!"

(გერმანია ყველაფერზე მაღლა) ის ნაცისტად გაიზრდება.

თუკი გავზრდით ამერიკაში, ის ასეთი გახდება "დიახ სერ, მე ამერიკელი ვარ

და ვამაყობ ამით". ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის,

რომ ჯორჯ ვაშინგტონს, პირველი პრეზიდენტს, ჰყავდა სამასი მონა.

დღეს მას დააპატიმრებდნენ, როგორც არანორმალურს.

უმრავლესობა ამ ხალხისა... მაგალითად ტრუმანი, პრეზიდენტი ტრუმანი,

იყო ქუდების გამყიდველი, ნამდვილი იდიოტი

პრეზიდენტის პოსტზე.

მაშ, ვინ არის ეს ხალხი მთავრობაში? ვინ არიან პოლიტიკოსები?

მე არ მინდა ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს,

მინდა მიხვიდეთ ნებისმიერ თქვენთვის ცნობილ პოლიტიკოსთან

(ან უცნობ პოლიტიკოსთან) და ჰკითხოთ მათ

"როგორ მივიღოთ მეტი მოსავალი ნიადაგის გამოუფიტავად და

დავძლიოთ შიმშილი?" "არ ვიცი."

"რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მანქანები არ შეეჯახონ ერთმანეთს?" "არ ვიცი."

"როგორ ვაქციოთ ავტოსტრადები უფრო უსაფრთხოდ?" "არ ვიცი."

მათ საერთოდ არაფერი იციან! ნუ დაუჯერებთ ჩემს სიტყვებს, ჰკითხეთ მათ!

მათ უმარტივესი რამეც კი არ იციან!

და მე ვსაუბრობ ყველა პოლიტიკოსზე მსოფლიოში.

თუკი არ გესმით რას ვგულისხმობ, გკითხავთ 0:08:59.240,1193:02:47.295 ყველა ქვეყანა, უკლებლივ, კორუფციაშია ჩაფლული.

საიდან გვაქვს ამერიკელებს ამერიკა?

თქვენ ფიქრობთ, რომ ინდიელებმა გვითხრეს "მობრძანდით, დატკბით აქაურობით,

ინებეთ მთელი ჩვენი მიწაო?" რასაკვირველია არა, ჩვენ გავანადგურეთ ათასობით ინდიელი.

გავწყვიტეთ 50 მილიონი ბიზონი, მხოლოდ იმისთვის, რომ ინდიელები საკვების გარეშე დაგვეტოვებინა;

და ინდიელები იბრძოდნენ,

ისინი მთელი ძალით ცდილობდნენ დაებრუნებინათ მცირე ტერიტორია მაინც,

მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა,

თავიდან მოეშორებინა აგრესიული ინდიელები,

რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან ჩვენს მიზნებს;

და მათ გადაწყვიტეს გადაეხადათ 10 დოლარი ყოველი მოკლული ინდიელის სანაცვლოდ,

და მოდიოდნენ მამაკაცები და ამბობდნენ - "მე 10 ინდიელი მოვკალი"

ხელისუფლება კი ეკითხებოდა "და საიდან ვიცი, რომ მართლა მოკალი?

წადი დაბრუნდი უკან და ინდიელის ნაწილი მომიტანე"

ამის გამო დაიწრეს სკალპის მოჭრა: ამერიკელებმა, და არა ინდიელებმა,

და ჩვენ ვჭრიდით 10 სკალპს, რათა მიგვეღო თითოში 10 დოლარი,

ყველა ინდიელში, რომელსაც ვკავდით.

ამერიკელები არ არიან კარგები, არც ფრანგები, არც ბერძნები არ არიან კარგები.

ყველა ერი ჩაფლულია უკეთურობაში.

ამბობენ, რომ "ინგლისი იმპერიაა, რომელშიც მზე არასოდეს ჩადის."

და როგორ ფიქრობთ, რის ფასად მიიღო ინგლისმა ასეთი ტერიტორიები?

მათ მიითვისეს ისინი ათასობით ადამიანის მკვლელობის ფასად.

თუკი თქვენ ესვრით მეზობელს, რომელიც არ მოგწონთ

და ააცილებთ მას, თქვენ მკვლელი არ ხართ.

მაგრამ თუ თქვენ კარგად ისვრით - მკვლელი ხართ,

თუკი არ ააცილებთ მეზობელს.

დღეს უკვე არსებობს ჭკვიანი იარაღი, ლაზერული სამიზნეებით,

რომელიც ისვრის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად გყავთ მიზანში ამოღებული ვინმე,

თუ უნდა ააცილოთ, არც კი ისვრის.

რაც უფრო ჭკვიანია იარაღი, მით უფრო სულელია ჯარისკაცი,

და ისინი კლავენ, ისინი უბრალოდ მკვლელობის მანქანები არიან.

ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჯარისკაცებს პრობლემების მოგვარება, უნდა დავაბრუნოთ ისინი სკოლებში.

როგორ უნდა დაძლიო განსხვავება ეროვნებებს შორის?

როგორ გავაუმჯობესოთ აგრონომიული კულტურები?

როგორ ვებრძოლოთ ურაგანებსა და დაავადებებს?

აი, ესაა ნამდვილი ამოცანები და არა მკვლელობები!

როცა კლავენ ადამიანებს და ბომბავენ ქალაქებს... ავიღოთ მაგალითად აბორტები.

ზოგიერთი ამბობს, "ღმერთო, ეს საშინელებაა.

ისინი იკეთებენ აბორტს, ისინი სპობენ სიცოცხლეს."

ამ ადამიანებს რომ ესმოდეთ რა არის თანაზომიერი განათლება,

როცა მიმდინარეობს ომები, რომლებიც კლავენ ყველას, ორსულ ქალებს, ბავშვებს,

რატომ მაშინ არ იღებენ ხმას, რატომ არ იბრძვიან ომების წინააღდეგ? რატომ აპროტესტებენ მხოლოდ აბორტებს?

რაღაც რადიკალურად არაა წესრიგში ჩვენს სკოლებში.

უნივერსიტეტებს ახლა აღჭურვილია ბევრად უფრო უკეთ, ვიდრე ოდესმე

მაგრამ ომები სულ უფრო სასტიკია.

ატომური ბომბი სათამაშოა კობალტის ბომბებთან შედარებით,

ისინი კლავენ ბევრად უფრი მეტ ადამიანს.

ყოველ წყალქვეშა ნავს (მე ახლა ვსაუბრობ ამერიკაზე,

რადგან მხოლოდ ამ ქვეყანაზე მაქვს ინფორმაცია)

ამერიკას აქვს 300 წყალქვეშა ნავი

და ყოველ წყალქვეშა ნავს აქვს უფრო მეტი დამანგრეველი ძალა,

ვიდრე ყველა ომს, ისტორიაში.

რა უნდა დაუპირისპირო ამას?

მერე ისინი გეუბნებიან

რომ უნდა იყო კარგი, რომ უნდა იყო კეთილი.

როგორ უნდა იყო ამ მოცემულობაში კარგი ან კეთილი?

წარმოვიდგინოთ, რომ მე მაქვს ქარხანა და ვაწარმოებ რაღაც კონკრეტულ ნივთს

ათჯერ იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას აკეთებენ სხვა ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ იგივე პროდუქტს.

თუ მე გავუზიარებ მათ ჩემს ტექნოლოგიას, დავკარგავ კონკურენტულ უპირატესობას

თუკი არ გავუზიარებ, მთელს მსოფლიოში ვუსპობ ადამიანებს შესაძლებლობას

უფრო ეფექტურად აწარმოონ მათთვის საჭირო პროდუქტი.

მაშ, როგორ უნდა იყო პატიოსანი?

თქვენ დადიხართ ეკლესიებში კვირაობით და რას აკეთებთ იქ?

თქვენ ათვალიერებთ სხვების ჩაცმულობას.

ყველა იცვამს ისე, რომ სხვები დაჩრდილოს.

და კიდევ რას აკეთებენ ადამიანები, როცა ეკლესიაში მიდიან? - თავს აბეზრებენ ღმერთს.

"ო, უფალო, ჩვენ გვჭირდება ახალი მანქანა, ჩემს ცოლს სჭირდება ახალი მანქანა.

მე მინდა მქონდეს სახლი სოფელში, მე მინდა მქონდეს ეს, მინდა მქონდეს ის."

თან ამავდროულად გვეუბნებიან, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის.

ამას გასწავლიან ეკლესიებში.

ღმერთმა ყველაფერი იცის. მან შექმნა ყოველი პლანეტა და გალაქტიკა.

ერთხელ, როცა ეკლესიაში მივედი

მღვდელს ვაწყენინე, რადგან ვიკითხე "თუ ღმერთმა ყველაფერი იცის

რატომ შეურაცხყო იესომ ის?"

მან მიპასუხა, "მე არ მახსოვს რომ იესოს როდესმე შეურაცხყოს ღმერთი"

მოდი, დავფიქრდეთ, იესო ჯვარს აცვეს, ჯვარცმამდე

მან ზემოთ აიხედა და თქვა "მამაო, მიუტევე მათ

რადგან არ იციან რას სჩადიან."

და ღმერთმა თქვა "ერიჰაა, მე კი არ ვიცოდი ამის შესახებ, გმადლობ!""

თუკი მან ყველაფერი იცის, მაშინ რატომ ეუბნება იესო ამ ყველაფერს?

რაზე ელაპარაკებით მას, თუკი მან ისედაც ყველაფერი იცის?

"დეიდა მინი ავადაა. ძალიან წვალობს. გთხოვ შეამსუბუქე მისი ტკივილი"

[ღმერთი] "არ ვიცოდი დეიდა მინის ამბავი, კარგი!"

ადამიანი ქმნის ღმერთს თავის ხატად:

ვიღაც იდიოტად, რომელიც ბრაზდება და ამბობს "ნოე!

ააშენე კიდობანი, მე ვაპირებ სამყაროს დატბორვას, რადგან

არ მომწონს პროდუქტი, რომელიც შევქმენი." მას უნდა რომ ყველა მოკლას.

ნოე აშენებს კიდობანს.

ყველა სახეობის ორი ცხოველი რომ განათავსო ამ კიდობანში ის მინიმუმ ერთ მილის სიგრძის უნდა ყოფილიყო

და ვის უნდა გაეწმინდა ეს კიდობანი ამდენი ნეხვისგან?

ეს ისტორიები იმდენად სასაცილოა, რომ საერთოდ მოკლებულია რაიმე აზრს.

მე ბიბლიას სასაცილო კომიქსების ნაცვლად ვკითხულობ,

ვინაიდამ მასში საერთოდ არაფერი წერია აზრიანი. ღმერთი ზის თავის ტახტზე.

ის ქმნის მამაკაცსა და ქალს, განათავსებს მათ ბრწყინვალე ბაღში,

მას ჰყავს ასევე გველი, რომელიც გამართულად დადის

(მე კი არა, ბიბლია გვიყვება ამას)

და ეს გველი აცდუნებს ევას - "გასინჯე ნაყოფი ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა" და ევა ცდუნდება

ღმერთი გაბრაზდა და გამოყარა ისინი ბაღიდან.

უსაზღვროდ კეთილი და ყოვლის მოყვარული ღმერთი!

იმდენი წინააღმდეგობაა ბიბლიაში,

რომ წარმოუდგენელია, რატომ ვერავინ ამჩნევს ამას!

ბიბლიაში ასევე წერია (თუკი თქვენ რელიგიური ხართ), შემდეგი რამ - "არა კაც კლა"

იქ არ წერია, რომ "შეგიძლია მოკლა ოთხშაბათობით ან ხუთშაბათსო"

იქ წერია "არა კაც კლა."

გარდა ამისა მასში ნათქვამია "გიყვარდეს მტერი შენი"

რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ერთ ლოყაში გაგაწნავენ სილას - მეორე მიუშვირო.

და რა ემართება ამ ყველაფერს ომების დროს?

რა ემართებათ ხოლმე ამ ქრისტიანებს?

ლარი კინგმა ერთხელ მკითხა "რას ფიქრობ ქრისტიანობაზე, ფრესკო?"

მე ასე ვუპასუხე "გადასარევი იდეაა, ხომ არ იცი, როდის აპირებენ მის განხორციელებას?"

[სიცილი, აპლოდისმენტები]

სიმართლე ითქვას, მე არასოდეს შევხვედრივარ ქრისტიანს,

რომელიც პატიობს ადამიანებს,

რომელსაც უყვარს საკუთარი მტერი და შეუძლია მეორე ლოყის მიშვერა,

რომელსაც არ ექნება საკეტი კარებზე.

რომელიც იპატიჟებს სახლში მათხოვარს და ამობს

"მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა შენ თვითონ მოგექცნენ."

არასოდეს შევხვედრივარ ქრისტიანს, რომელიც ასე იქცევა

არსად, სადაც არ უნდა მემოგზაურა.

მიზეზი კი ისაა, რომ ყველა ჩვენგანს სჭირდება უსაფრთხოება

ადამიანებს მთელს მსოფლიოში

სჭირდებათ სუფთა ჰაერი, სასმელი წყალი, ნოყიერი მიწა და რელევანტური განათლება.

და რას ნიშნავს რელევანტური განათლება? სოფლის მეურნეობის,

ბუნების, ჩვენი ბუნებასთან, ერთმანეთთან მიმართების შესწავლა,

განათლების მიზანია მოგვცეს ინსტრუმენტები საიმისოდ, რომ ვიცხოვროთ ჩვენი სურვილების შესაბამისად

და არა ისე, როგორც სხვებს უნდათ ვიცხოვროთ.

მათ უნდათ რომ თქვენ იყოთ პატრიოტები, ეს კი ნიშნავს, რომ მათ უნდათ რომ გაკონტროლონ.

აინშტაინი ამბობდა, რომ "პატრიოტიზმი დაავადებაა"

მაგრამ მას არ შეეძლო ამაზე სახალხოდ საუბარი.

როცა ის ამერიკაში გადმოვიდა, სოციალისტი იყო,

მაგრამ მას უთხრეს, "ნუ ისაუბრებ სოციაალიზმე!

თორემ ისინი უკან, გერმანიაში გაგაგზავნიანო."

ის ასეც იქცეოდა.

მე ერთხელ ვკითხე აინშტაინს

არის თუ არა სოციალური მოწყობის ნორმების შესწავლა სასარგებლო ადამიანებისთვის.

მან მიპასუხა რომ სოციალისტია, თუმცა ის ცუდად ერკვეოდა

სოციალურ ანატომიასა და საზოგადოებრივი მოწყობის საკითხებში.

მან მკითხა, მაინტერესებდა თუ არა მათემატიკა

მე ვუპასუხე რომ მათემატიკა მაინტერესებს, როგორც ინსტრუმენტი.

მან მართლა არაფერი იცოდა იმ პროცესებზე, რომლებიც აყალიბებენ სოციალურ გარემოს.

ერთხელ კომუნისტებს ვკითხე "როგორ უნდა ებრძოლოთ კორუფციას მომავალში?"

(ეს დიდი დეპრესიის პერიოდში მოხდა) მათ მიპასუხეს, რომ ისინი მუშაობენ ამაზე და მიხედავენ ამ საკითხს

როგორც კი საამისო დრო დადგება.

მერე მე მკითხე მათ "როგორ მოაგვარებთ მილიონობით ადამიანის საცხოვრებლის პრობლემას?"

"ჩვენ ვფიქრობთ ამაზე და მივხედავთ ამ საკითხს, როცა საამისო დრო დადგება"

მე ვუთხარი "მოდით შევქმნათ ტექნიკური განყოფილება

კომუნისტური პარტიისთვის, ან სოციალისტური პარტიისთივს, ნებისმიერი პარტიისთვის,

რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ ადამიანების სიცოცხლე იყოს უსაფრთხო და თავისუფალი კორუფციისგან."

მათ მიპასუხეს რომ მე უკლონისტი ვიყავი და ვემიჯნებოდი მარქსის მოძღვრებას.

თქვენ უნდა წახვიდეთ."

მე არ ვცდილობდი არც უკლონისტობას, არც კომუნიზმის დისკრედიტაციას,

მინდოდა უბრალოდ პრობლემების მოგვარების მეთოდები მიმეცა მათთვის.

დეპრესიის დროს მე შევუერთდი

მოძრაობას, რომელსაც ტექნოკრატია ერქვა,

რადგან ისინი საუბრობდნენ მეცნიერების გამოყენებაზე, ხელისუფლებაში.

მაგრამ მერე ყურადღება მივაქციე იმას, რომ შავი არავინ იყო მთელს ორგანიზაციაში.

და მე ვიკითხე "როგორ მოხდა რომ შავები არ არიან?

მათ მიპასუხეს, დაე თვითონ შექმნან თავისი ორგანიზაცია."

მე ვიკითხე "და აზიელებზე რას იტყვით?"

მათ მიპასუხეს, რომ აღმოსავლურ გონებას არ შეუძლია ტექნოლოგიების ათვისება.

დღეს კი, როგორც ყველას კარგად მოგვეხსენება, ისინი პირველები არიან რობოტექნიკაში.

ყველა ჩვენი მოსაზრება განსხვავებებზე ადამიანებს შორის - მცდარია.

მათ არა აქვთ რეალური საფუძველი.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი მიდრეკილია უყვარდეს საკუთარი შვილი,

ყველა ადამიანს უნდა, რომ მისი შვილი იყოს უკეთ განათლებული,

იცოდეს მეტი ჯანსაღ კვებაზე.

დავუშვათ, რომ ფარმაცევტული კომპანიები მართლა პატიოსნები არიან,

და მათ აღმოაჩინეს, რომ ვთქვათ ნიახურის წვენი დაბლა სწევს სისხლის წნევას.

მაგრამ ნიახურის წვენზე ფულს ვერ იშოვი.

სამაგიეროდ შეგიძლიათ იშოვოთ ორი დოლარი თითო ტაბლეტის გაყიდვით.

არის ერთი წიგნი, რომელიც მრავალი წლის წინ გამოქვეყნდა

საინტერესოა, რამდენ თქვენგანს სმენია მის შესახებ.

წინგს ერქვა "ასი მილიონი ზღვის გოჭი".

რამდენს გსმენიათ ამ წიგნზე?

ის უნდა იდოს ყველა ბიბლიოთეკაში, თუმცა არსად დევს.

იცით რაზე გვიყვებოდა ეს წიგნი?

წამლის მწარმოებელთა სიცრუეზე.

მისი გამოსვლის შემდეგ ამერიკელებმა...

(ეს წიგნი სხვათა შორის ბესტსელერი იყო წლების წინ)

მოკლედ, ამერიკელებმა მოითხოვეს ხელისუფლებისგან საკვებისა და წამლების წარმოებაზე კონტროლის დაწესება

და მართლაც დააფუძნეს ორგანიზაცია, რომელიც ამოწმებდა ამ კომპანიებს,

და მათ მიაღწიეს თავის მიზანს.

ახლა ამ ორგანიზაციას მართავენ თვითონ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები.

ყველაფერი კორუმპირებული ხდება, ყველაფერი რასაც ვეხებით.

ერთხელ ოპენჰაიმერი

ეწვია ჰარი ტრუმანს (ამერიკის პრეზიდენტს)

და უთხრა "ჩვენ უკვე გვაქვს ატომური ბომბი,

რატომ არ გამოგვეცადა ის იაპონიის სანაპიროდან 30

მილის დაშრებით, რათა იაპონელებმა საკუთარი თვალით ნახონ მისი ძალა.

ჩვენ არ გვჭირდება მისი ჩამოგდება თავად იაპონიაზე, მივცეთ მათ დანებების შესაძლებლობა."

ტრუმანმა უპასუხა "გაბრძანდით ჩემი კაბინეტიდან!

თქვენი დანახვაც კი არ მინდა."

და ჩამოაგდო ეს ბომბი ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე,

იმიტომ რომ ის იდიოტი იყო, პრეზიდენტების უმრავლესობა სულელი ადამიანები არიან.

მათ არაფერი იციან ეკოლოგიაზე, საზოგადოების ევოლუციაზე,

ჯერ არ არსებობს არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც გააუმჯობესებდა სოფლის მეურნეობას,

უფრო უსაფრთხოს გახდიდა ავტომობილებს ან თვითმფრინავებს.

რა ჯანდაბას აკეთებენ საერთოდ!

როგორ მიიღეს ეს სამუშაო?

რაღაც რადიკალურად არაა წესრიგში ჩვენი განათლების სისტემაში.

ადამიანები ვაშინგტონში...

(მე მხოლოდ მათზე შემიძლია მსჯელობა, თუმცა ვთვლი, რომ ყველა ქვეყანა მსგავსია ამ თვალსაზრისით)

ადამიანებმა ვაშინგტონში სასურველია მეტი იცოდნენ ადამიანთა ქცევაზე.

უახლეს ტექნოლოგიებზე...

ისინი ამბობენ "თუ გინდათ თავისუფლება, მისწერეთ თქვენს კონგრესმენს."

რატომ უნდა მისწეროთ? მან უნდა იცოდეს ეს ყველაფერი.

როცა თვითმფრინავით მიფრინავთ, თქვენ ხომ არ სწერთ პილოტს

"თვითმფრინავი უკვე ნახევარი საათია ცალ მხარეს დახრილი მიფრინავს, გაასორეთ ის!"

არა, რადგან მან იცის თავისი საქმე!

იგივეა სწორი მთავრობისთვისაც. მათ უნდა იცოდნენ ყველაფერი

თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ადამიანის ქცევაზე.

როცა ადამიანს სვამთ ციხეში იმისთვის, რომ ვთქვათ მოიპარა საათი, რომელიც 150 დოლარი ღირდა,

და ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა მან რაღაც მოიპარა,

მას სვამენ ციხეში 7 წლით.

და რამდენი საათი შეგიძლიათ მისცეთ მას ამ ფასად!

დათვალეთ მაინც რამდენი დაჯდება მისი კვება, სამედიცინო მომსახურება 7 წლის განმავლობაში.

მიეცით მას ეს საათი!

ბევრად უფრო იაფი იქნება მისცეთ ადამიანს ის, რაც სჭირდება, ვიდრე მოკლათ ის.

დაფიქრდით იმ ადამიანებზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ მთელი სიცოცხლე ციხეში. წარმოგიდგენიათ რა ჯდება ეს?

ამის მაგივრად მათ ის ადარდებთ, რომ ამ კაცმა საიუველირო მაღაზიის გაძარცვა სცადა,

რათა სამი-ოთხი ათასი დოლარი ეშოვა.

ყოველთვის უფრო ადვილია დააპურო ადამიანი.

როცა ადამიანს სვამენ ციხეში, გარწმუნებთ რომ

იქიდან ის გამოვა ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაჯდა.

ისინი ციხეებს გამოსასწორებენ დაწესებულებებს უწოდებენ.

მაშინ როცა არც კი იციან როგორ უნდა გამოასწორონ ადამიანი.

მათ არა აქვთ საამისო განათლება.

მეორე მხრივ კი, გვყავს ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს ვუწოდებთ

(იმედი მაქვს დღეს ისინი დარბაზში არ არიან)

ისინი ვითომ ეხმარებიან ადამიანებს ამ კულტურასთან შეგუებაში

როგორ უნდა ასწავლოთ ამ კულტურასთან შეგუება ადამიანს, თუკი სრულ ჭკუაზე ხართ?

ხვდებით რას ვგულისხმობ? თვითონ ფსიქოლოგები

და ფსიქიატრებიც ამ კულტურის ნაწილს წარმოადგენენ.

ისევე, როგორც რელიგიაა ამ კულტურის ნაწილი.

"იესოს სჭირდება ფული". არაფერი იესოს არ სჭირდება.

ღმერთს არაფერი სჭირდება!

თქვენ ასევე გიყვებიან, რომ ღმერთს იმდენად უყვარს სამყარო, რომ

მას თავისი ერთადერთი შვილი შესწირა.

ბიბლიის თანახმად

იესო ჯვარს აცვეს, აღსდგა სამ დღეში და ამაღლდა ზეცად.

სადაა აქ მსხვერპლი?

დაფიქრდით ამაზე.

ჩვენ არ ვუფიქრდებით იმას, რასაც ვკითხულობთ.

ჩვენ უბრალოდ ვკითხულობთ და ვკანკალებთ.

როცა ჩვენ გვთხოვენ ხმა მივცეთ ვიღაცას, ჩვენ ხმას ვაძლევთ მას,

რომელიც ახლოს დგას იმ მოდელთან, რომლის მიღებასაც ბავშვობიდან გვასწავლიდნენ.

კიდევ ერთი, შეკითხვების დასმის დროს, გთხოვთ ნუ იქნებით თავშეკავებული.

თუკი ვიტყვი რაიმე ისეთს, რასაც ვერ გაიგებთ, მითხარით "მე ვერ გავიგე".

თუ მე ვერ გავცემ ამომწურავ პასუხს თქვენს კითხვას,

მითხარით "თქვენ არ გაგიციათ პასუხი ჩემს კითხვაზე:" ნუ მოგერიდებათ.

დარბაზიდან შეკითხვების პერიოდში, ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე იდეას,

ამიტომაც მინდა, რომ თქვენ დასვათ ყველაზე უხერხული შეკითხვები.

ნუ დაეთანხმებით იმას, რასაც ვამბობ! მე არ მჭირდებიან თაყვანისმცემლები.

მინდა რომ დაუფიქრდეთ ყველაფერს რასაც ვამბობ და თუ გგონიათ, რომ ამას აზრი აქვს, გააკეთოთ ეს.

თუკი თქვენ მოგწონთ პროექტი ვენერა, როცა აქაურობას დატოვებთ,

თუკი არ დაელაპარაკებით სხვა ადამიანებს ამაზე, არაფერი მოხდება.

თუკი მოგწონთ, რისთვისაც ვდგავარ აქ... მისმინეთ, ის იდეალური არაა.

ის უბრალოდ საუკეთესოა იმ მოდელებს შორის, რომელშიც დღეს უწევს ცხოვრება საზოგადოებას.

და ის მუდმივად გაუმჯობესდება. განვითარებას არა აქვს საზღვრები.

ადამიანები ფიქრობენ, რომ მე უტოპისტი ვარ,

თითქოს მე მჯერა რომ შეიძლება იდეალური სამყაროს შექმნა.

ეს არაა სიმართლე. იმ შემთხვევაშიც კი თუ შევძლებ ფუნქციონალური ქალაქის აშენებას,

ის აუცილებლად იქცევა მოსათვინიერებელ ჟაკეტად მომავლის ბავშვებისთვის.

ისინი თავიანთ ქალაქებს შექმნიან.

თუკი თქვენ ამ ქალაქის ცენტრში დადგამთ ჩემს ქანდაკებას, ის შეაკავებს ადამიანებს!

წინსვლისათვის აუცილებელია, რომ თქვენ მუდმივად გაანალიზოთ,

და გააუმჯობესოთ გარემო და განაგრძოთ მოძრაობა.

ისტორია საკმაოდ ღარიბია. თქვენ მისგან ბევრს ვერაფერს ისწავლით,

თუკი თქვენი მიზანი კონკრეტულად ისტორიის შესწავლაა, თქვენ არ დაგებადებათ ახალი იდეები.

ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ უკეთესობისკენ და ამ მოძრაობაში არ არსებობს არაფერი, რასაც შეიძლება უტოპია ვუწოდოთ.

ყველა ქალაქი, რომელსაც მე დავაპროექტებ იქნება საუკეთესო მხოლოდ იმ მომენტისთვის,

მაგრამ დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება და ეს ქალაქებიც უნდა შეიცვალოს.

არ შეიძლება რამე გაყინო და უცვლელად შეინახო.

ყველაფერი იცვლება და არაფრისთვის არსებობს საბოლოო სახე და საზღვრები.

სწორედ ესაა რელიგიების პრობლემა, ისინი არ იცვლებიან.

ყველაფერი ისეა როგორც წარსულში. წარმოიდგინეთ ასეთი რამ,

რომ თქვენ აღმოჩნდით ზეცაში და როცა დაბლა იყურებით

ხედავთ მოშიმშილე ბავშვებს აფრიკაში, ომებს დედამიწაზე,

იქნება თუ არა ზეცა სასურველი ადგილი თქვენთვის? რასაკვირველია არა!

ერთხელ ანგელოზთა ნაწილი გაერთიანდა და აღსდგა ღმერთის წინააღმდეგ,

მან კი ყოველი მათგანი გამოყარა სასუფეველიდან. მათ ახლა დაცემულ ანგელოზებს უწოდებენ.

თუკი ღმერთი ვერ უზრუნველყოფს მშვიდობას ზეცაში, საიდან უნდა გაჩნდეს ის დაბლა მიწაზე?

როცა კითხულობთ ბიბლიას, უნდა იყოთ უკომპრომისოდ მართლები საკუთარ თავთან!

[აპლოდისმენტები]

თუკი არ იქნებით მართალი საკუთარ თავთან, არაფერი გამოვა.

ბიბლიაში ნათქვამია "არა განსაჯო და არ განისჯები." ეს ნიშნავს,

რომ არავინ უნდა განსაჯო, რადგან შენ არ გაქვს საკმარისი ცოდნა ვინმეს განსასჯელად.

ბიბლიაში ასევე ნათქვამია, რომ "ყველაფერი ღმერთის ნებაა".

ეს ეხება ყველას, მათ ვინც ინვალიდის ეტლში ზის ან ბრმაა,

ყველა ჩვენგანს. ყველას შეიძლება დაემართოს ასეთი რამ.

და რელიგიას არა აქვს პასუხი ამაზე.

1927 წელს, ღამურების დაკვირვების შედეგად დამებადა იდეა.

ღამურებს შეუძლიათ იფრინონ აბსოლუტურ სიბნელეში და არაფერს შეეჯახონ.

როგორ ახერხებენ ისინი ამას? ხმოვანი ტალღების მეშვეობით.

მე გავაკეთე მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ ყურს უკან ატაროთ

და წარმოქმნის ხმოვან ტალღებს,

ამგვარად თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ღია კარი მაშინაც კი როცა ბრმა ხართ.

თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ რომ თქვენს წინ ნივთია მისგან არეკლილი ხმოვანი ტალღის მეშვეობით.

თუკი ამგვარი ნივთი ხელმისაწვდომი გახდება

ბრმებს აღარ დასჭირდებათ ჯოხი და მზრუნველი ძაღლი. არაფერი ამის მსგავსი.

ახლა ჩვენ ვმუშაბოთ ხელოვნური ხედვის აპარატზე.

მე ვფიქრობ რომ ადამიანებს ყველა პრობლემის გადაწყვეტა შეუძლიათ

თუკი თქვენ არ გესმით რაზე ვსაუბრობთ იფიქრეთ ამაზე, მე ნამდვილად არ ვიცავ გერმანიას

როცა ამაზე ვსაუბრობ (ბევრს ჰგონია, რომ ვგულშემატკივრობ მათ).

ამერიკელებმა მოაწყვეს ბლოკადა, რათა გერმანელებს კაუჩუკი აღარ მიეღოთ,

მაგრამ მათ აღმოაჩნდათ საკმარისი ტექნიკური სპეციალისტები სინთეთიკური კაუჩუკის შესაქმნელად,

და ამგვარად მათ შეძლეს ეწარმოებინათ რეზინი თვითმფრინავებისა და ყველაფრისთვის

საკუთარ ქიმიურ საწარმოებში.

ასე რომ ტექნიკოსები... არა, სწორად გამიგეთ,

მე არ ვამბობ რომ ხელისუფლება უნდა გადავცეთ მეცნიერებსა

თუ ტექნიკოსებს.

ერთადერთი, რაც მინდა განხორციელდეს, ისაა, რომ მათ მოიენდოს სათანადო ამოცანების გადაწყვეტა.

ისეთის როგორიც სოფლის მეურნეობაა.

როცა ერთი და იმავე ნიადაგზე ორმაგ მოსავალს იღებ, ნიადაგი იფიტება,

საჭიროა ვიცოდეთ როგორ უნდა მივიღოთ მეტი მოსავალი ისე, რომ არ გამოვფიტოთ ნიადაგი.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ გააბნია 65 ტონა მომწამლავი გაზი

ოკეანეში მაიამის სანაპიროდან გოლფსტრიმის დინებასთან ახლოს

როგორ შეიძლება გიყვარდეთ ქვეყანა, რომლის ჯარმაც ასეთი რამ ჩაიდინა?

მათ უბრალოდ არც კი იციან რას აკეთებენ.

"ჩვენ გვინდა რომ თქვენ გააბნიოთ მომწამლავი გაზი." "დიახ სერ!"

ჩვენ აღარ გვჭირდება მორჩილი ადამიანები!

ჩვენ გვჭირდება რომ ყველას ესმოდეს რა ხდება.

ჩვენ აღარ გვჭირდება, რომ თქვენ ხმას აძლევდეთ სენატორს - მორიგ იდიოტს.

მათ არა აქვთ კომპეტენცია! არც ერთ მათგანს!

მინდა გაიგოთ, რომ ყველაფერი რაც ჩვენ გაგვაჩნია დღეს

(ელექტროობა, თვითმფრინავები, ავტომობილები)

თქვენი მონაწილეობის გარეშეა შექმნილი.

თქვენ ფლობთ ყოველივე ამას მხოლოდ იმიტომ, რომ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელსაც უკვე ჰქონდა ეს ტექნოლოგიები.

თქვენ მიიღეთ ყველაფერი ეს არაფრის ფასად.

არა მგონია, რომ თქვენგან რომელიმე მუშაობდეს ელექტრონულ სისტემაზე,

რადიო ან სატელევიზიო ტექნოლოგიებზე, ძალიან ცოტა ადამიანია დაკავებული ამით.

თქვენ მიიღეთ ყოველივე ეს არაფრის ფასად. და რა, თქვენ გაწუხებთ ეს? რასაკვირველია არა.

მე მეკითხებიან ხოლმე "თქვენ გნებავთ რომ ადამიანებისთვის ყველა სიკეთე უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი?"

ეს ერთმა სტუდენტმა მკითხა პრინსტონის უნივერსიტეტში.

"ფრესკო, თქვენ გინდათ არაფრის გულისთვის მისცეთ ადამიანებს ყველაფერი."

მე ვკითხე "თვითონ იხდით ყველა გადასახადს ამ კოლეჯისთვის?"

მან მიპასუხა "არა, მამაჩემი იხდის." მე კი ვკითხე "და თქვენ ამისგან ცუდად გრნობთ თავს?"

მან კი მიპასუხა, რომ მას კვლავაც არ სჯერა,

რომ ვინმემ უნდა მიიღოს რამე არაფრის გულისთვის.

მაშინ მე ვუთხარი "კარგი, როგორც ვხვდები, მამათქვენი შეძლებული კაცია.

როცა ის მოკვდება, თქვენ ალბათ გექნებათ სურვილი რომ მთელი მისი ფული მიიღოს გულისა

და კიბოს კვლევების ფონდმა და არა თქვენ,

ვინაიდან თქვენ გჯერათ, რომ არავინ უნდა მიიღოს რაიმე უბრალოდ."

მან მითხრა "ერთი წუთით!"

ყველას უნდა მიიღოს ყველაფერი უბრალოდ. თქვენ დედამიწა გაქვთ არაფრის ფასად.

თქვენ უბრალოდ დაიბადეთ აქ. ბრწყინვალე პეიზაჟები, ღრუბლები.

არაფერი ამისგან თქვენ არ შეგიქმნიათ და თქვენ რა, გაწუხებთ ეს? რასაკვირველია არა!

მაგრამ თუკი ჩვენ ვიბადებით დაბინძურებულ გარემოში,

დაბინძურებული ჰაერით და ავტომობილების გამონაბოლქვით,

ჩვენ ვამბობთ, "ალბათ ეს ასეც უნდა იყოს." მაგრამ ეს არ უნდა იყოს ასე!

ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მთავრობა, რომელიც პასუხს აგებს ამაზე აბსოლუტურად არაკომპეტენტურია.

რაც თქვენ ნამდვილად გინდათ, ესაა სამყარო რომელიც

თავისუფალი იქნება სტრესებისგან, ტკივილისგან, ციხეებისგან, პოლიციისგან, კრიმინალისგან.

შეგვიძლია თუ არა მივაღწიოთ ამას? ეკლესია ცდილობს დიდი ხნის განმავლობაში ამის მიღწევას.

მაგრამ მათ არ იციან როგორ. მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ როგორ მიაღწიონ ამას.

ისინი ამბობენ, "იყავი კეთილი, იყავი კარგი". როგორ უნდა მოახერხო ეს?

მე მინდოდა რომ ჩემს შვილებს (ორი მყავს)

კითხვა ესწავლათ.

მაგრამ არასოდეს მისწავლებია მათთვის კითხვა.

მე ვუკითხავდი მათ საღამოობით, ძილის წინ.

ვუკითხავდი ისეთ რამეებს, რაც ბავშვებს აინტერესებთ.

და აი, რა მოხდა ჩემი ბიჭის შემთხვევაში. ის მაშინ ოთხიოდე წლის იყო.

მე ვუკითხავდი მას დინოზავრებზე,

"როცა ორი დინოზავრი შეხვდა ერთმა..ნეთს... ააჰ, მეძინება:

და ვეუბნები "კარგი დღეისათვის საკმარისია" და წიგნი დავხურე.

მან მკითხა, "კი, მაგრამ რა მოხდა როცა ორი დინოზავრი ერთმანეთს შეხვდა?"

მე ვუთხარი " მისმინე, თუკი ასე გაინტერესებს ისწავლე კითხვა, და შენ თვითონ შეძლებ წაკითხვას."

მე მას მივეცი მიზეზი კითხვის შესასწავლად! ნუ ასწავლით მათ კითხვას.

მიეცით მიზეზი, რათა თვითონ მოინდომონ მათემატიკის შესწავლა.

მასწავლებლები უბრალოდ გასწავლიან კითხვას "დიკი დეირი და მისი ცხვარი.

გზად შემოხვდა ძროხა. "მუ მუ" უთხრა ძროხამ." რა სისულელეა ეს?

არ ვიცი აქ როგორაა ამ მხრივ საქმე, მაგრამ ამერიკაში არსებობს

მიკი მაუსის კლუბი! რა შეიძლება დაემართოს ბავშვს,

თუკი მას აიძულებენ გაწევრიანდეს მიკი მაუსის კლუბში?

ის გაიზრდება თავცარიელ სულელად!

გესმით რასაც ვამბობ? ბავშვებს აინტერესებთ ყველაფერი.

როგორ დაფრინავენ თვითმფრინავები, "მამა რატომ ანათებს ნათურა?"

მამა პასუხობს "მე არ ვიცი." მამებმა როგორც წესი არაფერი იციან.

კონკრესმენებმა კი იციან ამაზე ნაკლები.

ამიტომაც გეუბნებით, ყველაფერი რაც გაგაჩნიათ ტექნიკაა. დაფიქრდით ამაზე.

რომ გამოვრიცხოთ ტექნოლოგიები, ხვალ რომ დავხუროთ ელექტროსადგურები, ხვალვე

მთელი საკვები დალპება მაცივრებში,

ლოს-ანჟელესიდან სან-ფრანცისკომდე.

მთელი საკვები დალპება.

ყველაფერი რაც თქვენ გაქვთ - ტექნოლოგიაა.

თუკი გამოვრთავთ ელექტროსადგურებს, ისევ მოგვიწევს მივაწვეთ მანქანებსა და ხომალდებს.

ასე ხდებოდა მდინარე ვოლგაზე. ადამიანებს უწევდათ მხრებით ნავების თრევა.

ბურლაკებს (მონები) როზგავდნენ რათა ეთრიათ ისინი.

მონობა ნორმა იყო ძველ დროში,

მეფეები ამბობდნენ რომ ისინი გამორჩეული არიან ზეციდან ადამიანების სამართავად.

ადამიანებს ჩემს მდგომარეობაში ასევე მოსწონთ ეს აზრი,

თითქოს ისინი არჩეული არიან ზევიდან ამ სამყაროს გასაუმჯობესებლად.

"ღვთაებრივი ძალა" წარმართავს მათ.

მისმინეთ, ღვთაებრივი ძალა არავის წარმართავს.

როცა ქრისტიანებს ლომებს აძლევდნენ დასაგლეჯად, ისინი ლოცულობდნენ ბოლო ამოსუნთქვამდე.

როცა ებრაელები საკონცენტრაციო ბანაკებიდან დასაწვავად მიჰყავდათ, ისინიც ლოცულობდნენ.

მასაჩუსეცის ქალაქ სალემში

თუკი ქალი იტყოდა, რომ არ ეთანხმებოდა რამეს,

მას ცეცხლზე წვავდნენ, როგორც ჯადოქარს.

ახლა კი გეტყვით იმას, რაც თქვენ არ იცით ამის შესახებ.

მე ვსაუბრობ შეერთებულ შტატებზე.

ქალებს, ასობით ქალს, ცოცხლად წვავდნენ კოცონზე,

მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განსხვავებული აზრი,

მაგრამ, რაც თქვენ არ იცით, ისაა, რომ ყოველი ჯადოქრისთვის, რომელსაც თქვენ ამხელდით,

თქვენ გადმოგცემდნენ მათ საბანკო ანგარიშსა და ქონებას.

ასე რომ ჯადოქრების ძებნა საკმაოდ კარგი სამუშაო იყო იმ დროისთვის.

რაც უფრო მეტი ჯადოქარი იპოვე, მით მეტი ფული მიიღე.

ეს სამყარო უბრალოდ შეშლილია!

როცა ამაზე ვსაუბრობ, მე ვგულისხმობ რომ

სამყარო რომელშიც თქვენ ცხოვრობთ სავსეა სულელი ადამიანებით,

სამხედროების ჩათვლით.

პენტაგონსა და ვაშინგტონს ჰგონიათ, რომ მათი დანიშნულება ქვეყნის დაცვაა.

რაც არ უნდა მოიფიქროთ საკუთარი თავის დასაცავად,

ვიღაც იპოვის გზას, როგორ აუაროს გვერდი ამას.

შეუძლებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ადამიანები მიდიან აეროპორტში, აბარებენ ბარგს,

გადიან სკანირებას და ფიქრობენ რომ ყველაფერი კარგადაა.

მე შემიძლია დავამზადო სამოსი, რომელიც გამოყოფს მომწამლავ გაზს.

ყოველთვის მოიძებნება გზა წესების გვერდის ასავლელა.

მე, რასაკვირველია, არ გავაკეთებდი ამას,

მე არ ვმუშაობ იარაღზე.

როცა ჯარში გამიწვიეს, პირველი რაც მკითხეს იყო ეს:

"ფრესკო, შეგიძლიათ შექმნათ ისეთი ბომბი, რომელიც აფეთქდება არა ზევით, არამედ ჰორიზონტალურად?"

მე ვუთხარი "წარმოდგენაც კი არ მაქვს, როგორ შეიძლება გაკეთდეს ეს."

ბიბლიაში ნათქვამია, "ნუ დაუყრით მარგალიტს თქვენსას ღორებს."

ადამიანები არ არიან საკმარისად განათლებული ჯერ.

მათ არ უნდა ჰქონდეთ მასობრივი განადგურების იარაღი,

რადგან არ იციან, როგორ მოიხმარონ ის.

მათ უნდა ჰქონდეთ ტექნოლოგიები, რომლებიც აუმჯობესებენ ადამიანის ცხოვრებას.

ეს სწორედ ისაა, რის გაკეთებასაც ცდილობს რელიგია.

მე ვიტყოდი, რომ სწორედ პროექტი "ვენერაა" ყველაზე ახლოს

კაცობრიობის ძმობასთან.

მინდა ცოტა მეტი მოგიყვეთ ადამიანების შესახებ.

თუკი თქვენ ბავშვობიდან გაიზრდებოდით ნაცისტურ გერმანიაში,

ვერაფერს ნახავდით გარდა შეძახილისა "ჰაილ ჰიტლერ!"

თუკი გაიზრდებოდით საფრანგეთში "ლა ტურ ეიფელ!"

იგივე გამომეტყველება, ყველაფერი.

თუკი თქვენ გაიზარდეთ სამხრეთ ამერიკაში, ისაუბრებთ სამხრეთული აქცენტით.

თუ მე გეტყოდით, "მორჩი ასე საუბარს," თქვენ ვერ შეძლებდით.

თქვენ იტყოდით "ახლა ავდგები, ვიპოვი ზანგს და დავუნაყავ ცხვირს!"

ეს თქვენი სიტყვებია? თუ ის თქვენმა გარემოცვამ მოგახვიათ თავს?

თუკი ჩვეულებრივ ბიჭს

და გავზრდით მას ექვსი ან ათი ძალიან მანერული ქალის საზოგადოებაში

ქალები კაცებისგან განსხვავებულად საუბრობენ, ისინი უფრო ხშირად იყენებენ ხელებს საუბრისას,

სახის გამომეტყველებაც განსხვავებულია... დაახლოებით ისეთი, როგორიც მე მაქვს ახლა.

მაშ, თუ ამგვარ ქალებთან გავზრდით ჩვეულებრივ ბიჭუნას,

ბიჭს გაუჩნდებაზუსტად ისეთი მანერები, როგორც ამ ქალებს.

თუკი თქვენ გაიზარდეთ იტალიაში, თქვენ ამბობთ, "მიიდი, ჭაამე, ეს კარგია პიიცა!"

აქაც კი ისინი ირეკლავენ თავის კულტურას.

და კვლავაც, თუკი თქვენ გაიზარდეთ გერმანიაში "დოიჩლანდ უბერ ალეს!"

სადაც არ უნდა გაიზარდოს ადამიანი,

თქვენ შეგიძლიათ დაადგინოთ საიდანაა ის, თუკი იცნობთ ამ კულტურას, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს

უბრალოდ მათი საუბრის მოსმენით

"როგორ ხარ შენ, მეგობარო?" და თქვენ იცით, რომ ეს ბიჭი ავსტრალიელია.

"როგორ ხარ შენ, მეგობარო!"

თქვენ საუბრობთ ისევე, იქცევით ისევე, როგორც თქვენმა საზოგადოებამ დაგაპროგრამათ,

არსებობს ისეთი სიტყვა, როგორიცაა "ინდივიდუალობა", მაგრამ ამგვარი რამ უბრალოდ არ არსებობს.

ყველა ირეკლავს საკუთარ კულტურას

თუკი თქვენ იცხოვრებთ საფრანგეთში 10 წლის განმავლობაში, მერე გერმანიაში ასევე 10 წელი

თქვენ ისაუბრებთ ფრანგულ-გერმანული აქცენტით. და ამას უბრალოდ ვერაფერს მოუხერხებთ.

ჩვენ ვირეკლავთ ჩვენს კულტურას, ყოველი ჩვენგანი.

როცა ამბობენ "იფიქრე დამოუკიდებლად", ჩვენ არ შეგვიძლია,

რადგან ჩვენ ვფიქრობთ როგორც ამერიკელები, ან ფრანგები,

ან გერმანელები, ბერძნები თუ იტალიელები.

როცა გერმანელები ჩამოდიან ამერიკაში, ისინი

საუბრობენ ასე "კარგით, მე გეტყვით ერთ იდეას ამის შესახებ" [გერმანული აქცენტით]

ისინი ასე საუბრობენ, მათ შეითვისეს ეს.

ესაა გერმანულისა და ინგლისურის ნაზავი.

ერთხელ მე ვმუშაობდი ერნსტ უდეტთან,

ის პირველი მსოფლიო ომის ასი იყო, რომელმაც 71 თვითმფრინავი ჩამოაგდო.

მასზე მუშაობის დროს ვკითხე მას "როგორ მოახერხეთ 71 თვითმფრინავის ჩამოგდება?"

მას რომ 5 ან 6 თვითმფრინავი ჩამოეგდო, გასაგები იქნებოდა,

მაგრამ... როგორ შეიძლება ჩამოაგდო 71 თვითმფრინავი?

მან გერმანული აქცენტით მიპასუხა "ეს არის ძალიან ადვილი, ფრეზკო." ის ასე საუბრობდა.

"მე დავფრინავდი ესკადრონის თავზე და ვეძებდი ახალბედებს

(გამოუცდელ პილოტებს, რომლებმაც ჯერაც არ იციან თავისი საქმე), და თავს ვესხმოდი მათ."

იყო კი ის კარგი ადამიანი?

კეთილი ან ჰუმანური?

იგივე ისტორიაა, რაც ედი რიკენბაკერის შემთხვევაში. ისინი უთვალთვალებდნენ ესკადრონებს

მაღლიდან და არჩევდნენ გამოუცდელ პილოტებს, რათა ჩამოეგდოთ ისინი.

ამისთვის მათ აჯილდოებდნენ მედლებითა და ვარსკვლავებით ფიზულაჟზე.

როცა თქვენ იზრდებით გარემოში,

სადაც ბევრი რელიგიური ადამიანია და ეკლესია ამბობს "არა კაც კლა,"

რთულია ადამიანების დარწმუნება, რომ წავიდნენ ჯარში.

მერე კი ისინი ხელოვნურ კბილებს უსვამენ ამერიკელ იაპონელებსა და ჩინელებს,

და იღებენ ფილმს "რისთვის ვიბრძვით", რომლის რეჟისორიც იყო ფრენკ კაპრა.

ფილმი უჩვენებდა, როგორ აუპატიურებდნენ ჩინელი მოზარდები ქალს

და არმიაში გაწვევის მსურველთა რიცხვი გაიზარდა 75 პროცენტით.

უნდა ასწავლოთ ადამიანებს სიძულვილი, თუკი გინდათ, რომ ომი აწარმოოთ

ჯარისკაცი კი, სამწუხაროდ,

10 წლის მერე იტყვის, რომ ეს იყო ყველაზე ამაღელვებელი პერიოდი მის ცხოვრებაში.

მათი უმრავლესობა, დაბრუნების მერე წევრიანდება ამერიკულ ლეგიონში (ვეტერანთა კლუბში),

სადაც ისინი წლების განმავლობაში იხსენებენ განვლილ დღეებს, თუ როგორ ესროდნენ

ამ წყეულ, წვრილთვალება ნაბიჭვრებს.

ჩვენ ვეძახდით გერმანელებს ფრიცებს და არ მიგვაჩნდა ისინი ადამიანებად,

და ვკლავდით მათაც.

ჯარისკაცები სიკვდილის მანქანებია,

და თუკი თქვენ გსურთ მსოფლიო ომების გარეშე,

ადამიანები საკმარისად განათლებული უნდა იყვნენ იმისთვის, რათა ესმოდეთ

რომ ადამიანებს მთელ მსოფლიოში უნდათ ერთი და იგივე რამე, ჯანსაღი საკვები,

ჯანმრთელი ცხოვრება და რელევანტური განათლება

და არა მკვლელობები

რადგან ომი მხოლოდ სიძულვილს წარმოქმნის.

ადამიანებს ახსოვთ, რომ თქვენ მოკალით მათი შვილები, მშობლები.

და მათ უნდათ სამაგიერო გადაგიხადოთ თქვენ. ზოგიერთი მეუბნება,

აი, ასეთ რამეს

"რატომ აწარმოებენ ეს წყეული კორეელები რაკეტებს?

რისთვის წვრთნიან ჩინელები არმიას?

ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენთვის!"

ერთხელაც გეტყვით, მე არ მაქვს სურვილი, რომ თქვენ სიტყვაზე მენდოთ,

ინგლისში გამოდის ასეთი გაზეთი, ტელეგრაფი,

ლონდონის ტელეგრაფი,

ამ გაზეთში სადღაც შვიდი წლის წინ

გამოქვეყნდა სტატია სათაურით [Sunday Telegraph 2002 წლის 10 მარტის ნომერი]

ამერიკა გეგმავს შვიდი ქვეყნის დაბომბვას.

ატომური ბომბების ჩამოყრას. მოულოდნელი თავდასხმა შვიდ ქვეყანაზე

და ჩამოთვლილი იყო შემდეგი ქვეყნები ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, ქვეყნები, რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს.

ამგვარი სათაური იყო "ტელეგრაფში". თქვენ ის ალბათ არ გინახავთ,

მაგრამ გადაამოწმეთ არქივში, ნუ ენდობით ჩემს სიტყვებს ბრმად.

და რას ვიზამდით ჩვენ, ჩინეთს რომ განეცხადებინა, "ჩვენ ვაპირებთ დავბომბოთ ინგლისი, საფრანგეთი,

შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნებიო?" ჩვენ კბილებამდე შევიარაღდებოდით.

სწორედ ამიტომ ქმნიან ისინი ატომურ ბომბებს.

მათ ეშინიათ ჩვენი, ეშინიათ ამერიკის.

მაგრამ ხალხი, რომელმაც არ იცის რა ხდება სინამდვილეში სვამს კითხვას

"რატომ იარაღდებიან ეს წყეული ჩინელები?"

"რატომ აკეთებენ წყეული კორეელები ამას?"

ისინი ასე იქცევიან, რადგან ეშინიათ შეერთებული შტატების,

და რას აკეთებენ ამ დროს შტატები?

მათ შეიძლება მართლა მხოლოდ კარგი უნდათ, მაგრამ ისინი სულელები არიან.

მართლა რომ დაეპირებინათ ამ ქვეყნების დაბომბვა, არ იყო საჭირო ამაზე წერა გაზეთებში.

ინფორმაცია, ტელეგრაფში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად,

პენტაგონიდან იყო მოპოვებული.

აი, თქვენ მიზეზიც,

ადამიანები იქცევიან ისე, როგორც მათ ასწავლეს სწორედ ახალი ამბების მეშვეობით

და ისინი უკვე აღარ უსმენენ იმას, რაც მათი აზრით არასწორია.

სწორედ ისე, როგორც არ იღებდნენ ევოლუციის თეორიას ხანგრძლივი დროის განმავლობაში,

შეერთებული შტატებში პარკების უმრავლესობაში

დგას ზარბაზნები, ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები.

არადა იქ უნდა იდგას ქანდაკებები ადამიანებისა, რომლებმაც გააუმჯობესეს სოფლის მეურნეობა,

რომლებმაც განაპირობეს პროგრესი მედიცინაში.

"დაიბანეთ ხელები, დაიცავით სტერილურობა," ადრე ადამიანები ჯერ გვამებს ხსნიდნენ

მერე კი სამშობიაროებში შედიოდნენ და ბავშვები იღუპებოდნენ ინფექციებისგან

ქალები იღუპებოდნენ მშობიარობის ცხელებისგან.

ეს ხდებოდა იმის გამო, რომ გვამების გაკვეთის შემდეგ

ისინი არ იბანდნენ ხელებს და ექიმი, რომელმაც თქვა, რომ საჭიროა ამის შემდეგ ხელების დაბანა,

უბრალოდ გააგდეს უნივერსიტეტიდან.

რადგან მან მიუთითა მათ, რომ ხელები დაებანათ.

"ვინ ჯანდაბა ხარ შენ, რომ მიგვითითო, როგორ მოვიქცეთ?"

ყველა ცვლილება აწყდებოდა წინააღმდეგობებს: ქალთა უფლებები,

ბავშვთა ექსპლოატაცია (ადრე ბავშვები მუშაობდნენ ქარხნებში).

რა თქმა უნდა, თქვენ ამას არ მოსწრებიხართ, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ

ადამიანები მართავდნენ დემონსტრაციებს ბავშვების ექსპლოატაციის წინააღმდეგ

და მათ ლაყე კვერცხებს უშენდნენ.

იგივე ბედს იზიარებდნენ ისინი, ვინც ქალთა უფლებებისთვის იბრძოდა

მათაც უშენდნენ ლაყე კვერცხებს.

"რას ნიშნავს ქალთა უფლებები? ქალები მხოლოდ ორი საქმისთვის ვარგანან" - გაგიგიათ ეს ფრაზა?

ასეთი წარმოდგენა ჰქონდა ბევრს ქალებზე.

"არ იცით, რომ ქალები ვერ გახდებიან არქიტექტორები და ინჟინრები,

მათ მხოლოდ ბავშვების გაჩენა და საკვების მომზადება შეუძლიათ".

ახლა ეს სისულელე უკვე ქრება,

მაგრამ პროგრესის ყოველი სანტიმეტრი წინააღმდეგობის გადალახვის გზით მიიღწეოდა. გახსოვდეთ ეს.

ადვილად არაფერი მიიღწევა.

ადამიანები ახლა ბევრს წერენ პროექტი ვენერას შესახებ,

რადგან ჩვენს შესახებ უკვე მეტი იციან.

ისინი წერენ "ფრესკო დაფინასებას იღებს ვატიკანიდა ან როტშილდების ოჯახიდან

ან მათი საბანკო დაწესებულებებიდან." მე საერთოდ არა მაქვს ფული.

"ფრესკოს ორი მერსედესი ჰყავს" - ერთი მანქანაც კი არა მყავს.

ისინი გაავრცელებენ ყოველგვარ ჭორს, რათა შეინარჩუნონ ძალაუფლება.

აუცილებლად მოგიწევს ამაგვარ რამესთან შეჯახება, როცა აკეთებ რაღაც სრულიად ახალს.

იმის მაგივრად რომ თქვან "იცი, ეს საინტერესო იდეაა,

მოდი მე ვიფიქრებ ამის თაობაზე, ისინი

ბრაზდებიან თქვენზე, რადგან თქვენ ანგრევთ მათ გეგმებს.

ვფიქრობ სულ ესაა, რაზეც მინდოდა თქვენთან მესაუბრა, ჩვენ, ყოველ ჩვენგანს წინ გველის რთული სამუშაო,

თუკი გვინდა ცხოვრება მსოფლიოში, რომელშიც არ იქნება, ომები, გაჭირვება,

უმუშევრობა, შიმშილი, ადამიანური ტანჯვები.

თქვენ უნდა ესაუბროთ ადამიანებს. რადგან თუ არაფერს გავაკეთებთ,

გპირდებით, არც არაფერი შეიცვლება.

ვფიქრობ შეიძლება ამით კითხვების ნაწილზე გადასვლა,

როქსანა და მე ვეცდებით ვუპასოხოთ ნებისმიერი თქვენგანის შეკითხვას,

მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის!

[აპლოდისმენტები]

ჟაკ ფრესკოს გამოსვლა სტოკჰოლმში (2010 წელი) - YouTube Rede von Jacques Fresco in Stockholm (2010) – YouTube Jacques Fresco's speech in Stockholm (2010) - YouTube ジャック・フレスコ氏のストックホルムでのスピーチ(2010年) - YouTube Выступление Жака Фреско в Стокгольме (2010) - YouTube

მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ აქ მოსვლისა და 我要感谢大家来到这里

იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ეწევით ჩვენი პროექტის პოპულარიზაციისთვის. 感谢您为推广我们的项目而开展的活动。

მე შევეხები ბევრ ისეთ საკითხს, რომელმაც შეიძლება თქვენი გააღიზიანება გამოიწვიოს, 我会谈到很多可能激怒你的事情,