ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი ქართული საზოგადოებისთვის ნაცნობი სახელი და გვარია.
ცნობილია, რომ ის იყო ქართველი ისტორიკოსი, რომელიც იყო საგანძურის მცველი,
რომ ის დაბრუნდა საქართველოში, ჩამოჰყვა საგანძურს, სრულყოფილი სახით ჩამოიტანა.
პატივით მიიღეს, თითქოს ეს პატივცემული კაცია ყოველმხრივ შემკული სიკეთეებით,
მაგრამ როგორც ირკვევა, მისი საქმიანობა დღემდე არ არის სრულყოფილად გამოჩენილი.
აქ იგულისხმება მისი, როგორც მეცნიერი ისტორიკოსის, როგორც მეცნიერების ორგანიზატორის
მათ შორის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის
ისევე როგორც პოლიტიკოსის მოღვაწეობა, ეს ყველაზე ნაკლებად ცნობილია მისი მხარე
და დღევანდელი ჩვენი მიზანი, ალბათ პირადად ჩემი, ვინაიდან მე ვარ ამით დაკავებული
სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად, ჩვენი მიზანი, ალბათ არის ის, რომ ეს პიროვნება
უფრო ღრმად, უფრო ფართოდ გავიცნოთ და ამით ჩვენც ძალიან ბევრი რამ შეგვემატება,
ვინაიდან მისი ნააზრევიდან ჩვენ ძალიან ბევრ რაღაც ახალს გავიგებთ
და მასაც მივაგებთ იმ პატივს, რომელიც მას დიდი ხანია ეკუთვნის და მისი სახელი
ითხოვს ამ პატივისცემას, რომ ეს არ იყოს მხოლოდ ასეთ კერპად აღიარებული,
რომელიც რაღაცა ქანდაკებადაა იმის იქით არ ვიცით რა არის.
მის იქით დგას ძალიან საინტერესო,პიროვნება,
უაღრესად წესიერი, უაღრესად გონიერი,
პოლიტიკურად მოაზროვნე, კეთილშობილი ადამიანი,
რაც მის ნაწერებში და საქმიანობაში ჩანს.
იმედია, რომ ჩვენ, ჩვენი საზოგადოება თაყაიშვილს უფრო ვრცლად და ბევრი ისეთი მხრიდან დაინახავს,
რომელი მხარეც ჩვენთვის ცნობილი არ იყო ამდენი ხნის განმავლობაში.