×

Мы используем cookie-файлы, чтобы сделать работу LingQ лучше. Находясь на нашем сайте, вы соглашаетесь на наши правила обработки файлов «cookie».

image

ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები, 3- ანტონ ჩეხოვი - ჩინოვნიკის სიკვდილი

3- ანტონ ჩეხოვი - ჩინოვნიკის სიკვდილი

ერთ მშვენიერ საღამოს, არანაკლებ მშვენიერი ეგზეკუტორი ივან დმიტრიჩ ჩერვიაკოვი იჯდა თეატრში, სავარძლების მეორე რიგში და ბინოკლით უცქერდა სპექტაკლს "კორნევილის ზარები".

ის უყურებდა წარმოდგენას და თავს ნეტარების უმაღლეს მწვერვალზე გრძნობდა, მაგრამ უეცრად…

ეს "უეცრად" ხშირად გვხვდება მოთხრობებში.

ავტორები მართალნი არიან, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით!

უცებ ჩერვიაკოვს სახე დაემანჭა, თვალები დაუელამდა, სუნთქვა შეეკრა, ბინოკლი ხელიდან გაუვარდა, მოიკუნტა და "ცხიკ" - როგორც მიხვდით, დააცემინა.

დაცემინება არსად არავის არ ეკრძალება.

აცემინებს ყველა: მამაკაცი, პოლიციელი და ხანდახან საიდუმლო მრჩეველიც კი.

ყველა აცემინებს.

დაცემინების გამო ჩერვიაკოვი სულაც არ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში.

სახე ცხვირსახოცით მოიწმინდა და როგორც ზრდილობიანი ადამიანის წესია, გარშემო მიმოიხედა, რომ დარწმუნებულიყო, ხომ არავინ შეაწუხა თავისი დაცემინებით.

მაგრამ აქ კი ნამდვილად ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში.

დაინახა, რომ მოხუცი კაცი, რომელიც მის პირდაპირ, სავარძლების პირველ რიგში იჯდა, მონდომებით იწმენდდა ხელთათმანით მელოტ თავსა და კისერს და თან რაღაცას ბუტბუტებდა.

ჩერვიაკოვმა ამ მოხუცში შეიცნო სტატსკი გენერალი ბრიზჟალოვი, რომელიც ცნობათა გავრცელების უწყებაში მუშაობდა.

– "მე ის დავდორბლე - გაიფიქრა ჩერვიაკოვმა.

მართალია, ჩემი უფროსი არ არის, სხვისია, მაგრამ მაინც უხერხულია.

ბოდიში უნდა მოვუხადო".

ჩერვიაკოვმა ჩაახველა, მთელი ტანით წამოიმართა და ყურში ჩასჩურჩულა გენერალს: - მაპატიეთ, თქვენო უმაღლესობავ, მე თქვენ დაგდორბლეთ…

რა თქმა უნდა, უნებლიეთ…

– არაუშავს, არაუშავს…

– თუ ღმერთი გწამთ, მაპატიეთ!

მე ხომ…

არ მინდოდა!

– არაუშავს, დაჯექით და მომასმენინეთ, თუ შეიძლება!

ჩერვიაკოვს შერცხვა, უაზროდ გაიღიმა და სცენას მიაშტერდა.

უყურებდა, მაგრამ ნეტარებას ვეღარ გრძნობდა.

მოუსვენრობამ შეიპყრო.

ანტრაქტის დროს მიუახლოვდა გენერალს, დასძლია სიმხდალე და ჩაიბურტყუნა: - მე თქვენ დაგდორბლეთ, თქვენო უმაღლესობავ…

მაპატიეთ, მე ხომ არ მინდოდა.

– აჰ, საკმარისია.

მე დამავიწყდა კიდეც, თქვენ კი იმავეს იმეორებთ!

- თქვა გენერალმა, რომელსაც მოუთმენლობისგან ქვედა ტუჩი აუთრთოლდა, "დაავიწყდა, თვალები კი გესლით აქვს სავსე" - გაიფიქრა ჩერვიაკოვმა და ეჭვიანი მზერა ესროლა გენერალს.

- ლაპარაკიც კი არ უნდა.

მინდოდა ამეხსნა, რომ შემთხვევით მომივიდა…

ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა.

შეიძლება იფიქროს, რომ მისთვის შეფურთხება მინდოდა.

შეიძლება ეხლა არ ფიქრობს, მაგრამ მერე იფიქროს," სახლში რომ მივიდა, ჩერვიაკოვმა ცოლს უამბო თავის ბრიყვულ საქციელზე.

ცოლმა, როგორც ჩერვიაკოვს მოეჩვენა, არაფრად ჩააგდო მომხდარი.

მას მხოლოდ შეეშინდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ ბრიზჟალოვი ქმრის უფროსი არ იყო, დამშვიდდა.

– მაინც წადი და ბოდიში მოუხადე, - უთხრა ცოლმა.

არ იფიქროს, რომ საზოგადოებაში ქცევის წესები არ იცი.

– მეც ასე ვფიქრობდი.

მოვუბოდიშე, მაგრამ მან რაღაც უცნაურად მიიღო…

ერთი სიტყვაც არ უთქვამს სასიკეთო.

თან ლაპარაკის დროც აღარ იყო.

მეორე დღეს ჩერვიაკოვმა ახალი ვიცმუნდირი ჩაიცვა, თმა შეიჭრა და ბრიზჟალოვთან გაემართა ახსნა-განმარტების მისაცემად.

მისაღებში შესულმა ნახა, რომ იქ მრავალ მთხოვნელს მოეყარა თავი.

მთხოვნელებს შორის მოკრა თვალი თვით გენერალსაც, რომელსაც უკვე დაეწყო თხოვნების მოსმენა.

რამდენიმე მთხოვნელის შემდეგ ჩერვიაკოვის ჯერიც დადგა.

გენერალმა მზერა მას მიაპყრო.

– გუშინ "არკადიაში", ალბათ, გახსოვთ, თქვენო უმაღლესობავ, - დაიწყო მოხსენება ეგზეკუტორმა.

- მე დამაცემინა და უნებლიეთ დაგდორბლეთ…

პატიება მინდოდა…

– მერედა, ასეთ წვრილმანზე?

ღმერთო, რას ნიშნავს ეს!

თქვენ რაღამ შეგაწუხათ?

- მიუბრუნდა გენერალი მომდევნო მთხოვნელს, "ჩემთან ლაპარაკიც კი არ ისურვა, - გაიფიქრა ჩერვიაკოვმა და გაფითრდა.

ესე იგი, გაბრაზებულია..

არა, ამის ასე დატოვება არ შეიძლება…მე მას ავუხსნი…"

როცა გენერალმა საუბარი დაასრულა უკანასკნელ მთხოვნელთან და შიდა აპარტამენტისკენ აიღო გეზი, ჩერვიაკოვი უკან გაჰყვა ბუტბუტით: - თქვენო უმაღლესობავ!

თუკი ვბედავ თქვენს შეწუხებას, მხოლოდ იმიტომ, რომ სინანულს განვიცდი…

მე ხომ უნებლიეთ…

თვითონ ნახეთ!

გენერალმა შეწუხებული გამომეტყველება მიიღო და ხელი აიქნია.

– თქვენ, ალბათ, დამცინით, თქვენო მოწყალებავ!

- ჩაილაპარაკა და კარს უკან გაუჩინარდა.

"რას ჰქვია, დავცინი?

- გაიფიქრა ჩერვიაკოვმა.

- რა შუაშია აქ დაცინვა!

გენერალმა ვერაფერიც ვერ გაიგო.

რადგან ასეა, ამ ბაქიბუქას პატიების თხოვნას აღარ დავუწყებ!

ეშმაკსაც წაუღია!

წერილს მივწერ, მისვლით კი აღარ მივალ, ღვთის გულისათვის, აღარ მივალ და ეგ არის!

" ასე ფიქრობდა სახლში მიმავალი ჩერვიაკოვი…

და მაინც წერილი არ მიუწერია.

იფიქრა, იფიქრა და ვერაფრით ვერ მოიფიქრა, რა უნდა დაეწერა.

მეორე დღეს ისევ თვითონ მოუხდა წასვლა ახსნა-განმარტების მისაცემად.

– მე გუშინ ვიყავი და შეგაწუხეთ, - წაიბუტბუტა ჩერვიაკოვმა, როცა გენერალმა კითხვით აღსავსე თვალები მიაპყრო.

- მე დასაცინად არ მოვსულვარ, როგორც თქვენ ბრძანეთ.

მე პატიებას გთხოვდით იმის გამო, რომ დაცემინებისას უნებლიეთ დაგდორბლეთ…

დაცინვა კი არც მიფიქრია.

როგორ გავბედავდი დაცინვას?

თუ დაცინვას დავიწყებთ, მაშინ, ეს ნიშნავს, რომ არავითარი პატივისცემა არ გვქონია…

პიროვნების მიმართ…

– გაეთრიეთ!!!

- დაიღრიალა უცებ სიბრაზისგან გალურჯებულმა და აცახცახებულმა გენერალმა.

– რაო?

- იკითხა ჩურჩულით ჩერვიაკოვმა, რომელსაც შიშისაგან გული ძლივსღა უცემდა.

– გაეთრიეთ!

- გაიმეორა გენერალმა და ფეხი დაჰკრა იატაკს.

ჩერვიაკოვს გულ-მუცელში რაღაც ჩაწყდა, თითქოს დაბრმავდა და დაყრუვდაო, უკან დაიხია კარისკენ, ქუჩაში გავიდა და წალასლასდა…

სახლამდე ინერციით მივიდა, ვიც-მუნდირის გაუხდელად მიწვა დივანზე და…

მიიცვალა.

3- ანტონ ჩეხოვი - ჩინოვნიკის სიკვდილი 3- Anton Chekhov - Death of an Official

ერთ მშვენიერ საღამოს, არანაკლებ მშვენიერი ეგზეკუტორი ივან დმიტრიჩ ჩერვიაკოვი იჯდა თეატრში, სავარძლების მეორე რიგში და ბინოკლით უცქერდა სპექტაკლს "კორნევილის ზარები".

ის უყურებდა წარმოდგენას და თავს ნეტარების უმაღლეს მწვერვალზე გრძნობდა, მაგრამ უეცრად…

ეს "უეცრად" ხშირად გვხვდება მოთხრობებში.

ავტორები მართალნი არიან, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით!

უცებ ჩერვიაკოვს სახე დაემანჭა, თვალები დაუელამდა, სუნთქვა შეეკრა, ბინოკლი ხელიდან გაუვარდა, მოიკუნტა და "ცხიკ" - როგორც მიხვდით, დააცემინა. Suddenly, Chervyakov's face fell, his eyes widened, he gasped, his binoculars fell out of his hand, he winced and "squealed" - as you understood, he sneezed.