×

我們使用cookies幫助改善LingQ。通過流覽本網站,表示你同意我們的 cookie 政策.


image

ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები, 2- ანტონ ჩეხოვი - ამოუცნობი ნატურა

2- ანტონ ჩეხოვი - ამოუცნობი ნატურა

პირველი კლასის კუპე.

შინდისფერი ხავერდით გადაკრულ დივანზე მიმზიდველი ქალბატონი მოკალათებულა.

ძვირფასი, ფოჩიანი მარაო ხელში ნერვიულად ჩაუბღუჯავს.

ლამაზი, პატარა ცხვირი პენსნეს ვერ აკავებს, პენსნე დროდადრო ქვემოთ ვარდება.

მოხდენილი გულსაბნევი ეშხიან მკერდზე ზემოთ-ქვემოთ ადის-ჩადის...

ქალი აღელვებულია.

დივანზე მის წინ საგანგებო დავალებათა საგუბერნატორო ჩინოვნიკი, ახალგაზრდა, დამწყები მწერალი ზის, რომელიც ქალაქის უწყებებში პატარა მოთხრობებს, ან როგორც თვითონ უწოდებს - ნოველებს აქვეყნებს.

მოთხრობები მაღალი წრის წარმომადგენელთა ცხოვრებას ეხება.

მწერალი ქალს დაჟინებით შესცქერის თვალებში, აკვირდება, სწავლობს, ცდილობს ჩაწვდეს მის ექსცენტრიულ, ამოუცნობ ნატურას.

− მე მესმის თქვენი!

- ამბობს საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი და ხელზე კოცნის ქალს - თქვენი მგრძნობიარე სული გამოსავალს ეძებს ამ ლაბირინთიდან.

ეს მძიმე, დაუნდობელი ბრძოლაა, მაგრამ ...

გულს ნუ გაიტეხთ, თქვენ გაიმარჯვებთ, დიახ!

− დაწერეთ ჩემზე, ვოლდემარ!

- ეუბნება ქალი და ნაღვლიანად იღიმება - ჩემი ცხოვრება ისე სავსე, მრავალფეროვანი, ისე ჭრელია, მაგრამ...

უბედური ვარ!

მოუყევით ჩემს შესახებ ქვეყანას, ვოლდემარ, აჩვენეთ ჩემი სული, ჩემი საბრალო სული!

თქვენ ფსიქოლოგი ხართ.

ერთი საათიც არ გასულა, რაც ერთად ვართ და უკვე ბოლომდე ჩაწვდით ჩემს არსებას!

− ილაპარაკეთ, გემუდარებით, ილაპარაკეთ!

− მისმინეთ.

მე ღარიბი ჩინოვნიკის ოჯახში დავიბადე.

მამა გულკეთილი, ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ ...დრო, გარემოებები vous comprenez?

საბრალო მამას არ ვადანაშაულებ.

იგი სვამდა, თამაშობდა, ქრთამს იღებდა...

დედა კი, აჰ, რა უნდა ვთქვა?!

გაჭირვება, ბრძოლა ლუკმა-პურისათვის, საკუთარი არარაობის შეგრძნება.

თვითონ უნდა გამეკვლია გზა.

მახინჯი, ცუდი საინსტიტუტო აღზრდა, სულელური რომანების კითხვა, ახალგაზრდული შეცდომები, პირველი შიშნარევი სიყვარული, გარემოებებთან ბრძოლა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უიმედობა...

საშინელებაა!

ნუ მაიძულებთ ყველაფერი გავიხსენო!

თქვენ მწერალი ხართ და გვიცნობთ ჩვენ, ქალებს, თქვენ გამიგებთ.

საუბედუროდ, მე დიდსულოვანი ადამიანი ვარ...

ბედნიერებას, ბედს ველოდი, მინდოდა ადამიანი ვყოფილიყავი, ამაში ვხედავდი ჩემს დანიშნულებას!

− საოცრება!

- ჩურჩულებს მწერალი და ხელზე კოცნის - თქვენ კი არა, ადამიანის ტანჯვა-წამებას ვკოცნი!

გახსოვთ რასკოლნიკოვი?

ისე ასე კოცნიდა.

− ო, ვოლდემარ!

მე მინდოდა სახელი, ხმაური, ბრწყინვალება.

რაღაც არაჩვეულებრივი მწყუროდა.

და, აი, სრულიად შემთხვევით მდიდარ, მოხუც გენერალს შევხვდი.

გამიგეთ, მოლდემარ!

ეს იყო თვითშეწირვა, უარის თქმა ყველაფერზე, გესმით!

სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი...

ჩემმა ოჯახმა ამოისუნთქა, დავიწყე მოგზაურობა, სიკეთის კეთება...

როგორ ვეწამე, როგორი აუტანელი იყო გენერლის ყოველი მოკარება!

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ თავის დროზე ის მამაცურად იბრძოდა.

იყო წუთები, საშინელი წუთები!..

მაგრამ მამხნევებდა აზრი, რომ მოხუცი დღეს თუ ხვალ მოკვდებოდა, რომ დავიწყებდი ცხოვრებას ისე, როგორც მინდოდა, საყვარელ ადამიანთან ვიქნებოდი...

ჩემს ცხოვრებაში არის ასეთი ადამიანი, ვოლდემარ, ღმერთმანი, არის!

ქალი გამალებით ინიავებს მარაოს, საცაა ატირდება.

− და აი, მოხუცი გარდაიცვალა, ქონებაც დამიტოვა.

ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ, ახლა ბედნიერებაც შესაძლებელია, ასე არ არის ვოლდემარ?

ბედი კარს მომადგა, მაგრამ ...

არა!

მისმინეთ, გაფიცებთ, მისმინეთ, ვოლდემარ!

ახლა უკვე შემიძლია ვიყო საყვარელ ადამიანთან, გავხდე მისი მეგობარი, მისი იდეალების მატარებელი, დავისვენო ბოლოს და ბოლოს!..

მაგრამ ცხოვრება სასტიკი და ულმობელია, სისულელეა ყველაფერი, ვოლდემარ!

მე უბედური ვარ, უბედური, უბედური!

ჩემს წინაშე ისევ დიდი წინააღმდეგობაა!

ვგრძნობ, რომ ბედნიერება ისევ შორსაა, შორს!

აჰ, რომ იცოდეთ, როგორ ვიტანჯები, როგორ!

− კი, მაგრამ, რა?!

რა გიშლით ხელს ბედნიერი იყოთ?

გევედრებით, მითხარით, რა?!

− სხვა მდიდარი მოხუცი...

დამტვრეული მარაო ქალის ლამაზ სახეს ფარავს.

მწერალმა ამოიოხრა და საქმის მცოდნე ფსიქოლოგივით ჩაფიქრდა.

ლოკომოტივი ქშინავს და უსტვენს, ჩამავალი მზის სხივები ფანჯრის ფარდებს წითლად ფერავს.

მთარგმნელი: ზაალ გოზალიშვილი

2- ანტონ ჩეხოვი - ამოუცნობი ნატურა 2- Anton Chekhov - Unidentified nature 2- Антон Чехов - Неопознанная натура

პირველი კლასის კუპე. First class compartment.

შინდისფერი ხავერდით გადაკრულ დივანზე მიმზიდველი ქალბატონი მოკალათებულა. An attractive lady was sitting on a burgundy velvet sofa.

ძვირფასი, ფოჩიანი მარაო ხელში ნერვიულად ჩაუბღუჯავს. The dear, foxy marao is nervously snuggling in his hand.

ლამაზი, პატარა ცხვირი პენსნეს ვერ აკავებს, პენსნე დროდადრო ქვემოთ ვარდება. The pretty little nose can't hold the Pensne, the Pensne falls down from time to time.

მოხდენილი გულსაბნევი ეშხიან მკერდზე ზემოთ-ქვემოთ ადის-ჩადის... A graceful brooch goes up and down on the chest...

ქალი აღელვებულია.

დივანზე მის წინ საგანგებო დავალებათა საგუბერნატორო ჩინოვნიკი, ახალგაზრდა, დამწყები მწერალი ზის, რომელიც ქალაქის უწყებებში პატარა მოთხრობებს, ან როგორც თვითონ უწოდებს - ნოველებს აქვეყნებს. In front of the sofa is a representative of the transnational Chinese nationalist youth, a newcomer, a young and promising writer Zis, who creates small masterpieces in the margins of the city, or as he himself calls them - novellas.

მოთხრობები მაღალი წრის წარმომადგენელთა ცხოვრებას ეხება. The excellence of the high seas is reflected in the lives of the elite.

მწერალი ქალს დაჟინებით შესცქერის თვალებში, აკვირდება, სწავლობს, ცდილობს ჩაწვდეს მის ექსცენტრიულ, ამოუცნობ ნატურას. The female writer captivates with her piercing gaze, observes, learns, strives to reach his eccentric, unknown nature.

− მე მესმის თქვენი!

- ამბობს საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი და ხელზე კოცნის ქალს - თქვენი მგრძნობიარე სული გამოსავალს ეძებს ამ ლაბირინთიდან.

ეს მძიმე, დაუნდობელი ბრძოლაა, მაგრამ ...

გულს ნუ გაიტეხთ, თქვენ გაიმარჯვებთ, დიახ!

− დაწერეთ ჩემზე, ვოლდემარ!

- ეუბნება ქალი და ნაღვლიანად იღიმება - ჩემი ცხოვრება ისე სავსე, მრავალფეროვანი, ისე ჭრელია, მაგრამ...

უბედური ვარ!

მოუყევით ჩემს შესახებ ქვეყანას, ვოლდემარ, აჩვენეთ ჩემი სული, ჩემი საბრალო სული!

თქვენ ფსიქოლოგი ხართ.

ერთი საათიც არ გასულა, რაც ერთად ვართ და უკვე ბოლომდე ჩაწვდით ჩემს არსებას!

− ილაპარაკეთ, გემუდარებით, ილაპარაკეთ!

− მისმინეთ.

მე ღარიბი ჩინოვნიკის ოჯახში დავიბადე.

მამა გულკეთილი, ჭკვიანი კაცი იყო, მაგრამ ...დრო, გარემოებები vous comprenez?

საბრალო მამას არ ვადანაშაულებ. I do not blame the blameworthy father.

იგი სვამდა, თამაშობდა, ქრთამს იღებდა...

დედა კი, აჰ, რა უნდა ვთქვა?!

გაჭირვება, ბრძოლა ლუკმა-პურისათვის, საკუთარი არარაობის შეგრძნება.

თვითონ უნდა გამეკვლია გზა.

მახინჯი, ცუდი საინსტიტუტო აღზრდა, სულელური რომანების კითხვა, ახალგაზრდული შეცდომები, პირველი შიშნარევი სიყვარული, გარემოებებთან ბრძოლა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, უიმედობა...

საშინელებაა!

ნუ მაიძულებთ ყველაფერი გავიხსენო!

თქვენ მწერალი ხართ და გვიცნობთ ჩვენ, ქალებს, თქვენ გამიგებთ.

საუბედუროდ, მე დიდსულოვანი ადამიანი ვარ...

ბედნიერებას, ბედს ველოდი, მინდოდა ადამიანი ვყოფილიყავი, ამაში ვხედავდი ჩემს დანიშნულებას!

− საოცრება!

- ჩურჩულებს მწერალი და ხელზე კოცნის - თქვენ კი არა, ადამიანის ტანჯვა-წამებას ვკოცნი!

გახსოვთ რასკოლნიკოვი?

ისე ასე კოცნიდა.

− ო, ვოლდემარ!

მე მინდოდა სახელი, ხმაური, ბრწყინვალება.

რაღაც არაჩვეულებრივი მწყუროდა. |Quelque chose d'extraordinaire|

და, აი, სრულიად შემთხვევით მდიდარ, მოხუც გენერალს შევხვდი.

გამიგეთ, მოლდემარ!

ეს იყო თვითშეწირვა, უარის თქმა ყველაფერზე, გესმით!

სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი...

ჩემმა ოჯახმა ამოისუნთქა, დავიწყე მოგზაურობა, სიკეთის კეთება...

როგორ ვეწამე, როგორი აუტანელი იყო გენერლის ყოველი მოკარება!

თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ თავის დროზე ის მამაცურად იბრძოდა.

იყო წუთები, საშინელი წუთები!.. |||Des moments

მაგრამ მამხნევებდა აზრი, რომ მოხუცი დღეს თუ ხვალ მოკვდებოდა, რომ დავიწყებდი ცხოვრებას ისე, როგორც მინდოდა, საყვარელ ადამიანთან ვიქნებოდი...

ჩემს ცხოვრებაში არის ასეთი ადამიანი, ვოლდემარ, ღმერთმანი, არის!

ქალი გამალებით ინიავებს მარაოს, საცაა ატირდება.

− და აი, მოხუცი გარდაიცვალა, ქონებაც დამიტოვა.

ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ, ახლა ბედნიერებაც შესაძლებელია, ასე არ არის ვოლდემარ?

ბედი კარს მომადგა, მაგრამ ...

არა!

მისმინეთ, გაფიცებთ, მისმინეთ, ვოლდემარ!

ახლა უკვე შემიძლია ვიყო საყვარელ ადამიანთან, გავხდე მისი მეგობარი, მისი იდეალების მატარებელი, დავისვენო ბოლოს და ბოლოს!..

მაგრამ ცხოვრება სასტიკი და ულმობელია, სისულელეა ყველაფერი, ვოლდემარ! But life is cruel and cruel, everything is stupid, Voldemar!

მე უბედური ვარ, უბედური, უბედური!

ჩემს წინაშე ისევ დიდი წინააღმდეგობაა!

ვგრძნობ, რომ ბედნიერება ისევ შორსაა, შორს!

აჰ, რომ იცოდეთ, როგორ ვიტანჯები, როგორ!

− კი, მაგრამ, რა?!

რა გიშლით ხელს ბედნიერი იყოთ?

გევედრებით, მითხარით, რა?!

− სხვა მდიდარი მოხუცი...

დამტვრეული მარაო ქალის ლამაზ სახეს ფარავს. A broken marao covers the woman's beautiful face.

მწერალმა ამოიოხრა და საქმის მცოდნე ფსიქოლოგივით ჩაფიქრდა.

ლოკომოტივი ქშინავს და უსტვენს, ჩამავალი მზის სხივები ფანჯრის ფარდებს წითლად ფერავს.

მთარგმნელი: ზაალ გოზალიშვილი