დათო ტურაშვილი თანასწორობის შესახებ
ჩვენ ბავშვობიდან ”ვეფხისტყარსანი” გვძელს
იმიტომ, რომ გვაზეპირუბინებდნენ ხოლმე
და როცა გაზეპირებინებენ იმას, რაც არ გესმის პატარა რომ ხარ
მასწავლებელიც გეზიზღება, დირექტორიც,
შოთა რუსთაველიც და თამარ მეფეც და...
მე მინდა რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს
და პირიქით კი არ გვძულდეს ბავშვობიდან, არამედ გვიყვერდეს
ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ უბრალოდ რამდენიმე საუკუნით
ვუსწრებთ დანარჩენ მსოფლიოს თუნდაც ამ აფორიზმით
სადაც ჩემთვის ცალსახად, ყოველგვარი ეჭვის გარეშე
ეს არის იმ თანასწორობაზე ლაპარაკი
რომელიც არის სამყაროს მთავარი მშვენება
რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი
და უნდა იყოს თანასწორი, თუ არ არის თანასწორი
ხშირია გენდერულ თანასწორობაზე საუბარი
მეც მაქვს ეს გამოცდილება, მესამეც რომ გოგო გამიჩნდა
შუა ქუჩაში უცნობმა ქალმა გამაჩერა, ვინც იცოდა რომ მესამეც გოგო გამიჩნდა
კი მომილოცა, მაგრამ შევახყვე, რომ ძალიან ცალყბად მომილოცა
დიდი მადლობა რომ ვუთხარი, კი მესმის რომ ბიჭი გინდოდაო
მე ვუთხარი არ მინდოდა, მე მინდოდა ოთხი გოგო მყავდეს და
მერე გადავალ ბიჭებზე მეთქი, ნუ უცნაურია მაგრამ...
ზუსტად ვიცი რატომაა გაუცხოება, დისტანცირება და შიში ერთგვარი
იმიტომ, რომ ეს არის უცხო სიტყვა. სინამდვილეში ამ ტერმინის
და კიდევ ბევრი სხვა ტერმინის გამოგონებამდე
ეს თანასწორობის იდეა საქართველოში არსებობდა
მე დაოწმუნებული ვარ, რომ ქართული სახელმწიფო სინამდვილეში
შექმნა "ვეფხისტყაოსამა" და ახლა უცხო ტერმინი რომ გვესმის
ვერ ვაკავშირებთ ამას ჩვენს წარსულთან, თორემ სინამდვილეში
ჩვენს წარსულში ეს ჩვენ გავლილი გვაქვს ბევრი საუკუნეებით ადრე
ამიტომ ნუ შეგვეშინდება თანასწორობის
ჩვენ მოვიგონეთ თანასწორობა სინამდვილეში
და სხვებმა საუკუნეების მერე აიტაცეს, ახალი ევროპული არის
კარგად დავიწყებული ძველი ქართული, მითუმეტეს თანასწორობა.