# ბექა კუნდალინი – ის ვინც – YouTube
ის ვინც შენში სუნთქვას აგრძელებს
ის ვინც ძილში იღვიძებს ღამით
ის ვინც ბოლოსთვის ინახავს სათქმელს
ის ვინც არასდროს აქ არ არის
ის ვინც არავის ჩამოიტოვებს
ის ვინც აფრთხილებს წვიმას ამინდს
ის ვინც ჩვენში აერთებს მორევს
მომავალს წარსულში გადატანილს,
ის ვინც ბარში ათენებს ღამეს
რადგან არსად არა აქვს სახლი
ის ვინც არასდროს ამტვრევს კარებს
გააღებს და მშვიდად გადის,
ის ვინც ზემოდან მოწვეთავს ჩუმად
თითქოს არ არსებობდეს სიტყვა ღირსი
ვინც შუა ზღვაში აუღელვებლად ცურავს
რადგან ... ვეღარსად მიდის.
ის ვინც სწორედ მაშინ გაძლევს იმედს
როცა დაღლილი ეცემი ჩიხში
ის ვინც ყოველთვის სიმშვიდით გიმზერს
რადგან ადგები მაინც იცის
ის ვინც არავის წინააღმდეგ იბრძვის
და არასდროს არავის ირჩევს
ის ვინც მხოლოდ შენთვისღა იცდის
როგორც გზა ... შორეული მთისკენ